Tuesday, March 29, 2016

"Who You Gonna Call?"



სათაურში რომ კითხვაა მაგას მხოლოდ ერთი პასუხი აქვს - GHOSTBUSTERS. ალბათ ლოგოც გეცნოთ, მაგრამ ვერ იხსენებთ საიდან ხომ, მე გეტყვით ეს ლოგო არის ფილმიდან რომელმაც თავის დროზე ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა. ფილმს აქვს ორი ნაწილი მაგრამ დიდი ხანია ველოდებით მესამე ნაწილსაც და აჰა მესამე ნაწილიც გამოდის, მაგრამ ცოტა შეცვლილია. მოდი ვნახოთ რისი თქმა შეგვიძლია თრეილერიდან გამომდინარე:




ახალი მოჩვენებების გამანადგურებლები ცოტათი სხვანაირები არიან, კერძოდ სქესი აქვთ შეცვლილი. ფილმის შემქმნელებმა გადაწყვიტეს რომ ფილმი უფრო საინტერესო გახდებოდა ასე. ბევრს ეგონა რომ ეს გაგრძელება არ იყო და ახალი ვერსია იყო ძველი ფილმის, მაგრამ თრეილერში გვაჩვენებენ რომ ასე არაა. ახალ ფილმში მოქმედება ხდება 30 წლის შემდეგ რაც ოთხმა მეცნიერმა გადაარჩინა ქალაქი. ხო, კარგი გავარკვიეთ რომ გაგრძელებაა, მაგრამ სად არიან ძველი პერსონაჟები, მოკვდნენ, მოჩვენებები არიან თუ ჯოხით დადიან სიბერისგან. ფილმში აუცილებლად იქნებიან ბილ მურეი და დენ აიკროიდი და ასევე სიგუერნი ვეავერი, მაგრამ საინტერესო და კარგ მომენტებს ძირითადად თრეილერში არ აჩვენებენ ხოლმე.



თრეილერში ჩანს რომ ერთ-ერთი პერსონაჟი იძახის რომ  მანქანა მის ბიძას წაართვა, შეიძლება ეს იმას ნიშნავს რომ მისი ბიძა ვინტორ ზედმორია, წინა გუნდის წევრი. ახალი მსახიობები გარკვეული კრიტერიუმით შეარჩიეს, მაგალითად მელისა მაქკარტნი არც ისე ცნობილი მსახიობია მაგრამ ბოლო ფილმებმა "The Heat" სადაც სანდრა ბულოკთან ერთად გამოდიოდა და "Spy"-მ მას დიდი პოპულარობა მოუპოვა კომედიურ ჟანრში.
ასევე კრისტენ ვიიგი რომელმაც გარკვეული პოპულარობა მოიპოვა ფილმით "Bridesmaids" და შემდეგ გაახმოვანა რამდენიმე ცნობილი ანიმაციური ფილმი, როგორიცაა "Despicable Me 2" და "How to Train Your Dragon". როდესაც გავიგეთ რომ ქალი მოჩვენებების გამანადგურებლები უნდა ყოფილიყვნენ, წარმოვიდგინეთ ისეთი მსახიობები რომელთა სახელებიც ყოველდღე გვესმის, როგორიცაა ჯენიფერ ლოურენსი ან ემა სტოუნი, მაგრამ რეჟისორმა პოლ ფეიგმა გადაწყვიტა გამოეყვანა ისეთი მსახიობები რომლებიც ნაკლებად იყვნენ ცნობილნი. მელისა მაქკარტნი შესაძლოა გახდეს ახალი ბილ მურეი, ხოლო კრისტენ ვიიგი კი ახალი დენ აიკროიდი. ასევე ფილმში გამოდის ბევრის საყვარელი მსახიობი კრის ჰომსვორტი, რომელიც სავარაუდოდ იჯდება ტელეფონთან და უპასუხებს ზარს მისი ჩაცმულობიდან გამომდინარე. ფილმის პრემიერა ამერიკაში იქნება 15 ივლისს, ასე რომ ჯერ კიდევ დიდი დროა იმის გასარკვევად თუ რა მოხდება ფილმში, დღეისთვის კი მხოლოდ ეს ვიცით.

რეკლამა