Tuesday, March 29, 2016

Ubisoft-ის ახალი სტუდია


იუბისოფტი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე კომპანია. კომპანიის ქვე დანაყოფები სხვა სიტყვებით სტუდიები, რომლებიც ასრულებენ სხვადასხვა ოპერაციებს მრავალი წლის მანძილზე, ცდილობდნენ მაქსიმალურად რეალისტური თამაშების შექმნას. 

Ubisoft სინგაპური, რომელიც დაარსდა 2008 წელს გახდა ერთ-ერთი (მარეგულირებელი ორგანო), ამ კომპანიისთვის. ფინანსური ოპერაციები, იდეებით მანიპულირება, სხვადასხვა რესურსების დარიგება-გაგზავნა - სინგაპურის განყოფილება, მრავალი წლების მანძილზე ასრულებდა უდიდესი მასშტაბების დავალებას, დიახ ამ ფაქტს  არცერთი სხვა განყოფილება არ მალავს.


ახალი სიახლის არსი კი შედგება შემდეგში, Assasin`s Creed 3-ზე მომუშავე მთავარი განყოფილების, Ubisoft Montreal-ის წევრები იმუშავებენ ახალ პროექტზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ ახალ პროექტზე სამუშაოდ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მენეჯერი, ივ გიმო გამოყოფს სრულიად ახალ განყოფილებას, რომელიც ამუშავდება ფილიპინებზე.
სწორედ აქ აიდგამს ფეხს ახალი პროექტი. როგორც თავად ივ გიმო ამბობს, ეს პროექტი იქნება ყველაზე ფართო და ტექნიკრუად დახვეწილი ასპექტების მქონე თამაში. მსგავსი შეფასება ივ გიმომ ახალ განყოფილებას, GDC 2016-ზე გაუკეთა.

ვიმედოვნებთ, რომ თქვენთვის უკვე ცნობილი გახდა ის ფაქტი, რომ 2016 წელს არ გამოვა, ასასინთა კრედოს ახალი ნაწილი, ამაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, Venatus Box-ის ერთ-ერთ სერიაში. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი არაა, ივ გიმომ განაცხადა, რომ ახალი სტუდია ამ 1 წელს გამოიყენებს, ახალი ტექნოლოგიების ასათვისებლად

(სხვა უფრო გამარტივებული სიტყვებით, რაღაც განსხვავებულს და ჰიპერ-რეალისტურს უნდა ველოდოთ სავარაუდოდ, 2017 წელს.)

და რა პროექტზე იმუშავებენ ახალი განყოფილების წარმომადგენლები ?

Ubisoft-ის ახალი სტუდია დიდი ალბათობით შეწყვეტს, Assasin`s Creed-ის შექმნას სამუდამოდ თუ დროებით არ არის ცნობილი, თუმცა აღსანიშნავია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი მიდის, Watch dogs 2-ზე.

დამატებითი ინფორმაცია

ეს წელი კომპანიისთვის საკმაოდ რთულია ვინაიდან, დეველოპერები მუშაობენ ისეთ ფართო პროექტებზე როგორებიცაა:  For Honor და Tom Clancy's Ghost Recon: Wildlands.



რეკლამა