მოგესალმები ძვირფასო მკითხველო. ალბათ როგორც მიხვდი დღეს ჩვენ ლაპარაკი გვექნება რამოდენიმე დღის წინ გამოსულ ფილმზე რომელიც მნახველის უმეტესობას ან შეუყვარდა ან შეზიზღდა. ფილმი რომელსაც ოქროს შუალედი არ გააჩნია. დიახ! დღეს ჩვენ ვისაუბრებთ Batman V Superman: Dawn of Justice!
მაგრამ სანამ განხილვას დავიწყებთ გაგაბრთხილებთ რომ ეს სტატია სავსე იქნება სპოილერებით!
მაშ ასე. დავიწყოთ. თავიდანვე გავცეთ პასუხი მთავარ კითხვას. გაამართლა თუ არა მოლოდინი ფილმმა რომელსაც ბოლო 3 წელი ასე ველოდი(თ)? --- არა. ამ ფილმმა ზარალი არამარტო მის თავსს მოუტანა, არამედ დიდი თავის ტკივილი გაუჩნა მომავალ რეჟისორებს ვინც სიქველებზე იმუშავებენ. უამრავი ჩავარდნა ლოგიკაში, პერსონაჟები რომლებიც არამახასიათებლად იქცევიან, დიდი გადახვევები კომიქსებიდან და წიხლით ჩატენილი ზედმეტი მასალა. მიუხედავად მოლოდინისა, ზაკ სნაიდერმა თითქმის შეუძლებელი გახადა ამ პრობლემების მოგვარება შემდგომ ფილმებში. ამ ყველაფერზე განვავრცოთ ლაპარაკი დაბლა.
დავიწყოთ თავიდან. ალბათ ვინც სუპერმენის კომიქსებს კითხულობთ, გეცოდინებათ ვინ არის ჯიმი ოლსენი (Jimmy Olsen). ვინც არა, მოკლედ აგიხსნით.
ჯიმი არის სუპერმენის #1 გულშემატკივარი და მეგობარი რომელიც კომიქსებში პირველად 1938 წელს გამოჩნდა. კომიქსებში მათ თავს უამრავი თავგადასავალი გადახდათ, ჭირი, ლხინი და ა.შ. მაგრამ რა ხდება ფილმში? გახსოვთ ის ფოტოგრაფი რომელიც ლოის ლეინს ახლდა ფილმის დასაწყისში? ალბათ ზოგმა გაიფიქრეთ რომ ეს ჯიმი იქნებოდა. მაგრამ მისი გამოჩენიდან 1 წუთიც არ გადის რომ BOOOM HEADSHOT --- ეს ფოტოგრაფი თურმე სი-აი-ეის აგენტი ყოფილა. ხაზს ვუსმენვ სიტყვა 'ყოფილას' რადგან ის მკვდარია. პერსონაჟი რომელსაც 70 წელზე მეტი აკავშირებს სუპერმენთან ისე კვდება რომ სუპერმენსაც არ იცნობს (ფილმში). ამ მომენტმა მე პირადად ძალიან დამაბნია. თავიდანვე ვიფიქრე რომ რა სისულელეა, რატომ უნდა გაეკეთებინა ეს სნაიდერს? მაგრამ ტიტრებში გარკვევით გამოჩნდა რომ ეს მართლაც ის ფოტოგრაფი იყო ვინც მეგონა. ისმის კითხვა. რატომ? ერთადერთი ლოგიკური ახსნა რაც თავში მომდის არის ის რომ სნაიდერს სურდა Game of Throne-ის მაგდაგვარი სცენის შექმნა, როდესაც ერთერთი უმთავრესი პერსონაჟი თავიდანვე უეცრად კვდება (Ned Stark), მაგრამ ამ სცენამ შოკში არავინ ჩააგდო, უბრალოდ მაყურებელი დააბნია. კარგი მოდი შევეშვათ გარდაცვლილზე ლაპარაკს და (ჯერ კიდევ) ცოცხლებზე ვილაპარაკოთ.
შემდეგ სცენაში ვხედავთ როგორ აქვს ტერორისტს ლოისის საფეთქელზე მიდებული იარაღი როდესაც სუპერმენი მოფრინდება მის გადასარჩენად. ეს ის მომენტია როდესაც აუდიტორიას ერთი სული აქვს როდის დაინახავს მის საყვარელს გმირს, იმედის სიმბოლოს, იდეალს რომლისკენაც უნდა მივისწაფოდეთ! --- მაგრამ ამის მაგივრად ვხედავთ როგორ გააკეთებს სუპერმენი ამ ტერორისტისგან შპალერს... მართლა? ზუსტად მსგავსი მიზეზის გამო დაიწუნეს ფილმი Man of steel. როგორც ზემოთ ავღნიშეთ სუპერმენი არის (ყოველშემთხვევაში ჩანაფიქრში იყო) ამერიკული ოცნება, ღმერთი, მესია, რჩეული, ისეთი არსება რომელიც ჩვენ უბრალო მოკვდავებს გვინდა ვიყოთ. სიმბოლო იმისა რომ ყველაფერშია სიკეთე და პრობლემის გადაწყვეტა მკვლელობის გარეშეც შეიძლება. რათქმაუნდა კომიქსებში სუპერმენს მოუკლავს მოწინააღმდეგე მაგრამ ისიც გეცოდინებათ ამას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში აკეთებდა სადაც უბრალოდ სხვა გამოსავალი არ იყო. როდესაც აქ სუპერმენს შეეძლო მისი ტყვიაზე სწრაფი რეფლექსებით ტერორისტის იარაღი დაეჭირა და ამით დამთავრებულიყო ყველაფერი. მაგრამ სისულელეები აქ არ მთავრდება.
უდაბნოში მომხდარი ინციდენტი ბრალდება სუპერმენს და ხალხი მის წინააღმდეგ გამოდის, მთავრობის ჩათვლით... რაა? ანუ ზაკ სნაიდერს იმის თქმა სურს რომ ხალხს გონია რომს სუპერმენი უდაბნოში მივიდა და ავტომატებით დახოცა ხალხი და წამოვიდა? დავამატოთ ისიც რომ როგორც ბოლოს ვიგებთ ეს ლუტერის გეგმა იყო მაგრამ აქ კიდევ ჩნდება კითხვა. ლექსი დებილია? გასაგებია რომ მან მოაწყო ეს ინციდენტი იმ იმედით რომ ბოლოს ყველაფერი სუპერმენს დაბრალდებოდა მაგრამ რეალობაში პირიქით მოიქცა. გაგახსენებთ მან დაიქირავა ჯარისკაცები და მისცა ტყვიები რომლითან იქ ხალხი დაიხოდა და ეს ტყვიები მხოლოდ ლექსკორპში მზადდება. მაგრამ ჯერ სად ვართ, ასეთი უაზრო შეცდომებითაა სავსე ეს ფილმი. გადავიდეთ შემდეგზე.
ვილაპარაკოთ სუპერმენზე. ფილმის მსვლელობისას გამიჩნდა ერთი კითხვა. სიმბოლო S კრიპტონზე იმედს ნიშნავს თუ უიმედობას? რადგან თითქმის მთლიან ფილმში ვხედავთ 'ემო', 'დაგრუზულ' სუპერმენს. რომელიც სენატის აფეთქების დროს აცნობიერებს თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა მის გარშემო და მისის სახე გაოგნების და სევდის მაგივრად, 'ფუ ბლიად'-ის ემოციას უფრო გამოხატავს. სუპერმენი რომელიც მთებში დასეირნობს და მისი მკვდარი მამა ელანდება რომელიც ისტორიებს უყვება რომლის შესახებაც მან არ იცოდა(?). სუპერმერნი რომელიც მზადაა ლოისის გამო მოკლას, დედამისის გამო ყველაფერი გააკეთოს. აქვე ვიტყვი სანამ ვინმე გაბრაზდება, ეს გასაგებია, რათქმაუნდა ადამიანების უმეტესობა ოჯახისთვის ყველაფერს გაწირავს მაგრამ ეს ბეტმენის ქცევებს ამართლებს, გამოდის რომ მისი შიში არ იყო რეალობას მოკლებული. საკმარისია სუპერმენის საყვარელი ადამიანი ჩაიგდო ხელში და ის შენი პირადი მოსამსახურე ხდება რომელიც გააკეთებს ყველაფერს. სწორედ ამიტომ არ მომეწონა სუპერმენის ეს ვერსია, იმის მაგივრად რომ სხვა გამოსავალი მოეძებნა, ის მართლა წავიდა მკველობაზე. ის არ ითველბა ერთხელ რომ უთხრა ბეტმენს შენი დახმარება მჭირდებაო. შეეძლო მაგითვე დაეწყო რომ ყველაფრის უკან იდგა ლექსი და მას დედამისი ყავდა ტყვედ... რადგან ბეტმენი ვახსენეთ მოდი ახლა მასზეც გადავიდეთ.
აქვე ავღნიშნავ რომ ბენ აფლეკმა არაჩვეულებრივად ითამაშა ბეტმენის რომლში. ჩვენ მისი მშობლების ისტორია უამრავჯერ გვაქვს ნანახი სხვა ეკრანიზაციებში მაგრამ ჩემი აზრით ეს საუკეთესო იყო. ძალიან ემოციური და ცრემლების მომგვრელი მომენტი, რომლიც არაჩვეულებრივაა დაგაღებული. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა არც ეს ბეტმენი იყო ახლოს იმ ბეტმენთან რომელიც ჩვენი ასე ძალიან გვიყვარს. იცით რომ კომიქსებში ბეტმენს აქვს სამი კანონი?
- არა ალკოჰოლს
- არა იარაღებს
- არა მკველობას
ამ ფილმში ის სამივე კანონს არღვევს... ალკოჰოლს რომ თავი დავანებოთ მე პირადად პირი დამჩა ღია როდესაც დავინახე როგორ უპრობლემოდ ხოცავდა ბეტმენი კრიმინალებს. იქნებოდა ეს ბეტმობილზე დამონტაჟებული ტყვიამფრქვევით, მანქანების თრევით თუ ცოცხლად დაწვით. ბეტმენი არ იყენებს იარაღებს და არ ის არ კლავს! რათქმაუნდა კომიქსებში იშვიათად არის ინციდენტები როდესაც ბეტმენს მოუკლავს ან იარაღი გამოუყრენებია მაგრამ ამ კომიქსების უმეტესობა ან What if რეალობაში ხდებოდა ან უბრალოდ არაკანონიკურად ითვლება. გასაგებია რომ ამ ფილმის ერთერთი ფუძემდებელი კომიქსი არის ფრენკ მილერის Dark Knight მაგრამ გრძნობა გამიჩნდა რომ სნაიდერს არც ეგ კომიქსი აქვს წაკითხული რადგან თავად ის ბებერი ბეტმენიც უარს ამბობს იაღარის გამოყენებაზე. მაგრამ რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? რატომ იყო ეს უდიდესი შეცდომა? პასუხი ძალიან მარტივია. მომავალში ვიხილავთ ბეტმენის სოლო ფილმს. რა უშლის მას ხელს რომ ჯოკერი არ მოკლას პირველივე შესაძლელობაზე? ან ნებისმიერი მისი მოწინააღმდეგის? რითი განსხვავდება DC-ის ბეტმენი, Marvel-ის ფანიშერისგან? საწყალი ის რეჟისორი ვინც ამ ფილმს გადაიღებს, რადგან ან ამ ყველაფრის დაიგნორება მოუწვეთ, ვითომაც არაფერი მომხდარა ან რამე ახალი მიზეზის მოფიქრება. ბოლოს ისე გამოვიდა რომ სნაიდერმა ეს პერსონაჟები კუთხეში მიიმწყვდია და უკან დასახევი გზები მოუსპო და ახლა სხვებმა უნდა იტეხონ იმაზე თავი თუ როგორ გამოაძვრინონ ამ სიტუაციიდან.
შემდეგი გალ გადოლტის ვონდერ ვუმენია (WW). ნუ მასზე ბევრს ვერაფერს ვიტყვით რადგან ის ფილმში სულ 5 წუთი იყო. ტვიტერის კომენტარები რომლებშიც წერია "Wonder Woman stole the show" არის ალბათ აღგრძნებული თინეიჯერების მიერ დაწერილი. რატომ? There was nothing to steal.
ფილმში ასევე გამოჩნდნენ სამართლიანობის ლიგის (Justice League) მომავალი წევრები მაგრამ ვაი მაგ გამოჩენას. ბრიუს ვეინი, 'ეჩატავება' დიანას და უგზავნის სურათებს და მასალას სხვა მეტა-ადამიანებზე. სულ ეს არის. ეს ბადებს ახალ კითხვებს, გამოდის რომ ლექსმა იცის ყველა, ვინ ვინ არის (ბეტმენის ჩათვლით), მან შეარქვა მათ სახელები და გაუკეთა ლოგოები და Power Point-ის პრეზენტაცია გაუმზადა პოტენციურ ქურდს ვინც ინფორმაციას მოპარავდა. ბარემ ლექსი ვახსენეთ და მოდი განვავრცოთ მასზე ლაპარაკი. ადამიანი რომელიც კომიქსებში ამერიკის პრეზიდენტი ხდება, ის ასევე არის ერთერთი უჭკვიანესი ადამიანი მთელს დედამიწაზე. მაგრამ ფილმში ის მდიდარი მამიკოს შვილია რომელიც მენტალურად არასტაბილურია და ინტელექტის გამოვლენა ნამდვილად უჭირს. უცებ რომ შევაჯამოთ: უდაბნოს ინციდენტი, გამოიყენა ტყვიები რომელსაც ამზადებს ექსკლუზიურად მისი კომპანია, სენატი რომელიც უცებ აფეთქდა და არავის გაუჩნდა კითხვა თუ რატომ არ იყო იქ ერთადერთი ადამიანი რომელსაც სურდა სუპერმენის წინააღმდეგ იარაღის დამზადება, სუპერმენს აძლევს დროს რომ მოკლას ბეტმენი ყველანაირი მეთქვალყურეობის გარეშე, ქმნის Doomday-ს. რა მოხდებოდა მაშინ როდესაც Doomsday მოკვლავდა სუპერმენს? ის ამოწყვეტდა ყველანაირ სიცოცხლეს დედამიწაზე და ამით მორჩებოდა. რატომ გამოიძახა new god-ები დედამიწიზკენ? და ბოლოში, ის ციხეშია, გაგიჟებულია. მემგონი მსახიობს ლექსი და ჯოკერი ერთმანეთში აერია. ერთი შეხედვით ზოგს გეგონებათ რომ აქ არ არის პრობლემა რადგან ლექსი უბრალო დარტყმული პიროვენბაა, მაგრამ აქ ცდებით. ლექს ლუტორი არ არის ტრადიციული ბოროტი ტიპი რომელსაც გმირი მოკვლა და ბანკების ძარცვა უნდა. ლექსი არის ადამიანი, რომელმაც აღმოაჩინა რომ სამყაროში არიან არსებები რომლებსაც შეუძლიათ ადამიანთა მოდგმა ერთი ხელის მოსმით გაანადგურონ. მისი პერსონაჟი კომიქსებიდან ჰგაქვს ამ ფილმის ბეტმენს იმაში რომ ის მხოლოდ ადამიანი და მას სურს ღმერთის დამარცხება. მას სურს აჩვენოს ყოვლისშემძლე არსებას რომ ჭკვიან ადამიანს შეუძლია მისი ციდა ჩამოგდება. გაგახსენებთ მის სიტყვებს თამაში DC Universe online-იდან როდესაც ის მომავალში კლავს სუპერმენს: "Beaten by a mere man". სწორედ ესეთი არის ლექსი და არა შეშლილი თინეიჯერი. კიდევ ერთი პერსონაჟი რომელიც სნაიდერმა მიწასთან გაასწორა. ამ შემთხვევაში ერთი პოზიტივი ის არის რომ მომავალ რეჟისორს შეუძლია მამამისი გამოიყენოს ახალ ლექსად რადგან ფილმშის ვერსია Alexander Luthor Jr. არის. გაგახსენებთ რომ ბეტმენი და ლექსი არიან მსოფლიოში უჭკვიანესი ადამიანები, ხოლო სუპერმენი ნებისმიერ კომპიუტერზე სწრაფად აზროვნებს და თვალებით USB FLASHDRIVE-ის წაკითხვა შეუძლია. მაგრამ ფილმში აშკარად მათი გონებრივი შესაძლებლობები გაცილებით დაქვეითებულია.
ამასობაში უახლოვდებით ფილმის დასასრულს. უაზრო ორთაბრძოლა ბეტმენსა და სუპერმენს შორის რომლის დასასრულიც სატირალი იქნებოდა სასაცილო რომ არ იყოს. კიდევ კარგი ორივე პერსონაჟის დედას მარტა ქვია. დიახ, იმის გამო რომ მათ დედების სახელებია მარტა, ბრიუსი უეცრად კლარკთან 'ჩაბრატდება'. იმას ახლავე ვერ ვხვდები რატო არ ჰქონდა ბეტმენს კრიპტონიტის შუბი/დანა ზედვე. ცხოვრებისეული რჩევა, თუ ბეტმენი თქვენს მოსაკლავად მოდის, უთხარით მას რომ დედათქვენ მარტა ქვია. ამ პატარა მონაკვეთის შემდეგ დიდ ეკრანზე ჩნდება კიდევ ერთი დიდი იმედგაცრუება. Doomsday. ფილმის მესამე აქტი CGI ეფექტების ორგიაა და მეტი არაფერი. გეგონათ რომ ამაზე უარესი რაღა შეიძლება მოხდეს. აღარ დარჩა რომელიმე ისტორია რომლსაც რეჟისორი აიღებს და გააფუჭებს. და აი აქ ცდებით. კომისების ისტორიაში ერთერთი ყველაზე დიდი მოვლენა იყო სუპერმენის სიკვდი და ის ფილმშიც ხდება.
მაგრამ ფილმისაგან განსხვავებით კომიქსებში სუპერმენი ყველას უყვარდა, ის უკვე იყო ის სიმბოლო რომელზეც ჩვენ ზემოთ ვილაპარაკეთ. მაგრამ აქ, მსოფლიოს ნახევარს ისედაც ეზიზღება სუპერმენი და ალბათ მისი სიკვდილი გაუხარდათ კიდეც. ეს დასასრული რეჟისორის პანიკა უფრო იყო. სასოწარკვეთილი მცდელობა იმისა რომ მაყურებელმა დაინახოს სუპერმენი გმირად რომელიც ის წესით უნდა ყოფილიყო. გმირი რომელიც თავს გაწირავს სხვებისათვის, იმის მაგივრად რომ ეს შუბი უბრალოდ Wonder Woman-ისთვის მიეცა. კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მომენტი რომელიც სამომავლოდ შეეძლოთ გამოეყენებითან მომავალ რეჟისორებს განადგურდა ამ ფილმში. დაიბადა უამრავი კითხვა, უამრავივი ალოგიკური გადაწყვეტილებები, პერსონაჟების არამახასიათებელი ქცევები და სხვა. ასე რომ დიახ, ფილმი ახლოსაც ვერ მივიდა მის პოტენციალთან.
მაგრამ ფილმისაგან განსხვავებით კომიქსებში სუპერმენი ყველას უყვარდა, ის უკვე იყო ის სიმბოლო რომელზეც ჩვენ ზემოთ ვილაპარაკეთ. მაგრამ აქ, მსოფლიოს ნახევარს ისედაც ეზიზღება სუპერმენი და ალბათ მისი სიკვდილი გაუხარდათ კიდეც. ეს დასასრული რეჟისორის პანიკა უფრო იყო. სასოწარკვეთილი მცდელობა იმისა რომ მაყურებელმა დაინახოს სუპერმენი გმირად რომელიც ის წესით უნდა ყოფილიყო. გმირი რომელიც თავს გაწირავს სხვებისათვის, იმის მაგივრად რომ ეს შუბი უბრალოდ Wonder Woman-ისთვის მიეცა. კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მომენტი რომელიც სამომავლოდ შეეძლოთ გამოეყენებითან მომავალ რეჟისორებს განადგურდა ამ ფილმში. დაიბადა უამრავი კითხვა, უამრავივი ალოგიკური გადაწყვეტილებები, პერსონაჟების არამახასიათებელი ქცევები და სხვა. ასე რომ დიახ, ფილმი ახლოსაც ვერ მივიდა მის პოტენციალთან.
შევაჯამოთ ყველაფერი.
იყო თუ არა Batman v Superman ერთერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუება კინომატოგრაფიის ისტორიაში? დიახ. მაგრამ ჩვეულებრივი მაყურებლისთვის ვინც არ იცნობს კომიქსებს, ეს უბრალო ექშენით სავსე ფილმია. რათქმაუნდა ფილმი ნახავს დიდ მოგებას, მხოლოდ იმიტომ რომ მას ხალხი 3 წელია ელოდა და მასში ბეტმენი და სუპერმენია. ეს არ ნიშნავს რომ ფილმი კარგია. მაგალითისთვის მოგიყვანთ ტრანსფორმერების ფილმებს, მიუხედავად იმისა რომ კრიტიკოსებს ის ეზიზღებათ, ეს ფილმები მაინც აკეთებს უზარმაზარ შემოსავალს რადგან ის საყურებლად სასიამოვნოა იმ ადამიანებისათვის ვისაც უბრალოდ ეკრანზე დიდი რობოტოების ჩხუბის ყურება მოწონთ. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ვიტყვი რომ ამ ფილმს ქონდა პოტენციალი ყოფილიყო საუკეთესო კომიქსებზე დაფუძვნებული ფილმი მაგრამ საბოლოოდ ასე არ მოხდა.