ცოტა ხნის წინ Sony - მ დაადასტურა, რომ Driveclub - ის და Motorstorm - ის დეველოპერმა Evolution Studios შეწყვიტა არსებობა. გემახსოვრებათ,რომ რადმენიმე კვირის წინ Microsoft-მა სტუდია Lionhead დახურა. ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა.
ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ Driveclub - ს და მის VR ვერსიას რა ბედი მოელის. თამაშს ცუდი დასაწყისი ჰქონდა შერეული რეაქციებით კრიტიკოსებისგან, მაგრამ დეველოპერები აქტიურად ეწეოდნენ მის გაუმჯობესებას რეგულარული განახლებებითა და გაფართოებებით. (მათ შორის იყო გრაფიკული გაუმჯობესებები, Photo Mode ,ახალი რუკები და სხვა)
ამ შემქმნელისგან ასევე ძალიან საინტერესო იყო Motorstorm სერია, რომლის ბოლო რელიზი PS3-ზე იყო Motorstorm : Apocalypse.(შეგიძლიათ გეიმპლეი იხილოთ აქ ---> https://www.youtube.com/watch?v=1ArVg2Lkxkg) იმედი გვაქვს ეს სერია, Driveclub -თან ერთად, საიმედო ხელში გადავა და წარმატებებს ვუსურვებთ სტუდიის ყოფილ წევრებს.