იაპონურმა ჟურნალმა Nikkei გამოაქვეყნა ინფორმაცია რომლის თანახმადაც Nintendo წყვეტს Wii U-ს წარმოებას 2016 წლის ბოლოს.
სტატიაში ნათქვამია რომ Nintendo-ს ახალი პორტატული კონსოლის Nintendo NX-ის პრემიერა იგეგმება 2016 წელს და ანალიტიკოსების ვარაუდით ეს მოხდება ივლისის თვეში.2017 წლიდან კი კომპანია დაიწყება Nintendo NX-ის სრული ვერსიის (ანუ სახლის კონსოლის) წარმოება.
Wii U-ს ფანების გულის გასახარად კი Nintendo-მ უპასუხა ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიას და განაცხადა რომ, Nikkei-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია რომელიც არ ეფუძნება ოფიციალურ წყაროებს და სინამდვილეს არ შეესაბამება.ოფიციალური განცხადება კი ასეთია რომ,კომპანია Wii U-ს წარმოებას არ წყვეტს 2016-ი წლის ბოლოს არამედ აგრძელებს მის წარმოებას 2017 წელსაც და შესაძლებელია მომავალშიც გაგრძელდეს Wii U-ს აქტიური წარმოება .