Friday, January 8, 2016

Far cry Primal - Stream და (პროლოგი)


გამარჯობა ეს ვენატუსია, გიბრუნდებით საინტერესო სიახლით, როგორც უკვე მიხვდით ვენატუსის დღევანდელ ობიექტივში "სტრიმის ფარგლებს შიგნით" მიმოხილული იქნება Far cry Primal. სტრიმის ფარგლებში, დეველოპერებმა უპასუხეს სხვადასხვა ხასიათის შეკითხვებს. სანამ უშუალოდ სტრიმს იხილავდეთ, ალბათ საინტერესო იქნება ის თუ რა ასპექტები იქნა მიმოხილული სტრიმის ამ სერიაში. სტრიმზე დეველოპერებმა წარმოგვიდგინეს 5 ლოკაცია, რათქმაუნდა გახსნილი სამყაროს ფარგლებში რაც, ერთი შეხედვით Ubisoft-ისთვის ტრადიციული ნაბიჯია, მაგრამ მინდა გითხრათ,  მიუხედავად Far cry-ის ძირითადი ბუნებრივი სილამაზისა, რომელსაც წინა ნაწილებშიც ვხედავდით, Far cry-ის ახალმა ნაწილმა გამოიჩინა მეტი "ობიექტურობა" და  შესაბამისად  შემადგენელი უფრო იკონური და მეტად მნიშვნელოვანი გახდა, ასეთი სეთინგის თამაშისთვის. ვფიქრობ, რომ სწორედ ამიტომ მოგეწონათ თქვენ ეს წამოწყება. 



როდესაც საუბარი მიდის თამაშის სეთინგზე და როდესაც მიმოიხილავ Far cry-ის, აღნიშვნის გარეშე არ უნდა დატოვო ის ფაქტი, რომ ყველაზე მეტად გსურს ხარისხიანი სიუჟეტის ნახვა. მაგრამ ჩემი პერსონალური აზრი ასეთია, როდესაც უყურებ Far cry Primal-ს გიჩნდება სურვილი, რომ გაიცნო სამყარო და Witcher-ის ანალოგიურად ჩაერთო დიდ საინტერესო მოგზაურობაში. ზოგადად ფრანგულ კომპანიას აქვს ერთი საინტერეო თვისება, Ubisoft-ი ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს ვიზუალურ ასპექტს და შეიძლება ითქვას, რომ ამ სეგმენტის გამო ისინი ხშირ შემთხვევაში კარგავენ, სიუჟეტს და სხვა ფასეულობებს, რომლებიც სხვა კომპანიებისთვის აუცილებელია და სწორედ ამიტომ მათი პროექტები "ერთჯერადი გამოდის" თუ შეიძლება ასე მოვიხსენიოთ. 
აი დაფიქრდით რა განსხვავება იყო, Far cry-ის მე-3 და მე-4 ნაწილების შემთხვევაში ? 
დამეთანხმებით, რომ განსხვავება 2014 წელს კონტრასტული არ იყო, მეტიც თამაში პირდაპირი გაგებით იგივე მოტივებზე იყო აგებული. მე-4 ნაწილის შემთხვევაში ჩვენ კარგად მივხვდით იმას, რომ დეველოპერებმა დიდი შრომა დაზოგეს მაგრამ რატომღაც დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ 2013 წელს იგივე გვქონდა ნათამაშები (Far cry 3-ის სახით)  და ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ, კირატის ლოკაციაც ბანალური აღმოჩნდა. ამიტომ ვიტყვი, რომ Far cry-ის შემთხვევაში მე-3 ნაწილი ბევრად რევოლუციური იყო. მაგრამ როდესაც ვიხილეთ Far cry Primal მივხვდით იმას, რომ დეისტორიული ეპოქის გარემო საკმაოდ საინტერესო იქნებოდა, Far cry-ის სერიისთვის. ეს არის ის დრო და ის ვითარება როდესაც, შენ უნდა იფიქრო მხოლოდ იმაზე თუ როგორ გადარჩე მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ აანალიზებ იმას, რომ შეგიძლია იყო "ოროსის" ღირსეული შვილი და შენივე მიწა უკეთესად აითვისო. ეს არის ინტრიგა და სწორედ ამიტომ გსურს ჩაერთო დეისტორიულ ომში სადაც ძველი ტომები, ერთმანეთს დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ. რეალურად კი მათთვის ყველაზე დიდი ბარიერი ისევ და ისევ ბუნება და გარემო იყო. მაგრამ სამწუხაროდ დრო არ გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენით გამოვცადოთ ყოველივე ეს, დამეთახმებით, რომ ასეთი სეთინგის თამაშს ჭირდება, ფართო-გაშლილი ვერსია, რომ დამყარდეს გეიმერსა და თამაშს შორის ტრადიციული კავშირი, ამიტომ დაველოდოთ რილიზს. დამეთანხმებით, რომ Far cry Primal საკმაოდ კარგი წამოწყებაა. სტრიმის პროცესში, თქვენ იხილავთ ბევრ ძირითად დავალებას და პატარა "საიდ-ქვესთსაც" მაგალითად ნადირობას, რომელსაც შეხვდებით ორივე შემთხვევაში (სიუჟეტური ზოლი და გახსნილი სამყარო). ჩანს, რომ დეველოპერები მოთამაშეებს არ უქმნიან ჩარჩოებს. ძალიან კარგია, რომ ამ თამაშზე მუშაობს, Ubisoft Montreal რადგან მათ კარგად იციან ის თუ რა შეცდომები დაუშვეს ადრე და როგორ იხსნან თამაში მათგან. ! 

ეს იყო მოკლე პროლოგი. სტრიმი ძალიან საინტერესოა ვფიქრობ, რომ მოგეწონებათ. 
Community Stream Far cry Primal - Naomi Savoie, Kevin Shortt, Jean-Christophe Guyot



რეკლამა