Friday, December 18, 2015

ტამ კენჩის ისტორია


ტამ კენჩ
მდინარის მეფე


ტამ კენჩის მოთხრობილი : 
   
   ჩაძირულ ქალაქში (Bilgwaters) მომხიბვლელი ყალთაბანდი მირბოდა. იგი ვალებში იყო, სავარაუდოდ ერთმა გაუსხა. უბედური და უიმედოდ დარჩენილი გზის შეცვლას აპირებდა და სხვაგან გადახვევას, მაგრამ მან სიმღერა გაიგონა რომელიც მას ეძახდა, რომელიც მისი ბედის გამოსწორებას პირდებოდა.


  ადამიანი არ იყო მომღერალი, იგი რაღაც არსება იყო. იმხელა პირი ჰქონდა ყალთაბანდს მსგავსი რამ არ ენახოს. "უკაცრავად სიმღერისთვის" თქვა მომღერალმა მონსტრმა. "მელოდიის არსი მხოლოდ იმაში იყო რომ თქვენი ყურადღება მომეპყრო. რათა ვიცოდი თქვენი პრობლემების შესახებ და მე გამოსავალი შემიძლია შემოგთავაზოთ."




   " ძმა, მიშველი? " კითხა ახალგაზრდამ

  " ბიჭუნა, მსოფლიო ერთი მდინარეა, და მე მისი მეფე ვარ. არ არის ადგილი სადაც არ ვყოფილვარ. არ არის ადგილი სადაც კვლავ წასვლა არ შემიძლია. სანაცვლოდ ძალიან მცირედს მოვითხოვ. პრობლემები მეც მაქვს, დაუკმაყოფილებელია ჩემი მუცელი. ადვილად ვერ ვძღები. კარგ მამა-პაპურ სუფრაზე კი არასდროსააქვთ ჩემთვის ადგილი, არასდროს მპატიჟებენ. ამიტომ მინდა კაცი, შენნაირი, ვინც შემომიშვებს.. სახლში შემოშვებაზე და სუფრაზე არის ლაპარაკი სხვა რამე არ იფიქრო. "


   ყალთაბანდს მხოლოდ თამაში და იღბალი ადარდებდა, სანაცვლოდ ასეთი რამის გაკეთება ძალიან მცირედად ჩათვალა და დათანხმდა. სანამ რაიმეს თქმას მოასწრებდა მონსტრმა გადაყლაპა და სწრაფად გაცურა. ძალიან შორს გაეღვიძა ყალთაბანდს, მარტოს.


   
   წლები გავიდა. ყალთაბანდმა სიყვარული იპოვნა. პატარძალი? ულამაზესი. ქორწილი? არავინ გამაზავდა.

   როცა მშიერი მონსტრი საბოლოოდ გამოჩნდა ყველამ ყვირილი დაიწყო. ყალთაბანდმა ცადა მისი მოშორება მაგრამ ამაოდ. მან შეჭამა საჩუქრები, სახლი, ოქროც კი. მაგრამ მისი შიმშილი მაინც დაუკმაყოფილებელი დარჩა.



   "გთხოვთ, ჯერ არა, ახლა არა!" - ტიროდა პატარძალი 

მონსტრის პასუხი? დამნაშავის ხმით უპასუხა, "ეს შიმშილი წყევლასავითაა, მაგრამ ეს ბოლო შემთხვევაა, გეფიცები. გთხოვ, მაპატიე."


   მონსტრის ტყუილმა შეაცდინა პატარძალი, ისეთი მელოდიური და გულწრფელი ხმა ჰქონდა, მოხიბლა იგი. ამიტომაც ვერც კი მიხვდა პატარძალი როგორ აღმოჩნდა დემონის ყბებში რომელმაც მისი ჭამა დაიწყო. პატარძალმა დაიყვირა, მხოლოდ ერთხელ მოასწრო. მე კი მის ძვლებს სათითაოდ ვამტვრებდი. ეს სადილი? აი ამან კი დამაკმაყოფილა.


  ამიტომ იტირე თუ გინდა ბიჭუნა, იმიტომ რომ შენ გქონდა შანსი გაბრუნებულიყავი. მაგრამ  შენ ხარ სულელი, ვინც შემომიშვა.





ტამ კენჩ



ნამდვილი სახელი : ტამ კენჩ

ზედმეტ სახელები : მდინარის მეფე
                        დემონი

სქესი : მამრობითი

რასა : მდინარის დემონი

დაბადების და საცხოვრებელი ადგილი : რუნტერა
ფრაქცია : დამოუკიდებელი



P.S : მადლობთ წაკითხვისთვის ^^ იმედია მოგეწონათ, თუ კვლავ ისურვებდით ამდაგვარ პოსტს გთხოვთ ქვემოთ, კომენტარებში დაწეროთ თუ რომელი ჩემპიონის "Lore" ისტორიის წაკითხვა გსურთ. 



რეკლამა

2 comments

Write comments
Unknown
AUTHOR
January 23, 2017 at 2:59 PM delete

აზირ ის გააკეთეთ რა

Reply
avatar