Wednesday, May 31, 2017

Crossout-ის ღია ბეტა-ტესტირება დაიწყო.


   Targem Games და Gaijin Entertainment-მა განაცხადეს პოსტაპოკალიფსური მრავალმომხმარებლური  თამაშის Crossout-ის ღია ბეტა-ტესტირების დაწყების შესახებ.

2047 წელი, პოსტაპოკალიფსური სამყარო ,თქვენ მართავთ შეჯავშნულ ავტომობილს და ანადგურებთ რაც შეიძლება მეტ მოწინააღმდეგეს.
თამაშში ავტომობილების შექმნა შესაძლებელია სრულიად ნულიდან რაც ძალიან საინტერესოს ხდის თამაშს და შანსს აძლევს ნებისმიერ მოთამაშეს რათა საკუთარი ნიჭი გამოავლინოს და შექმნას ყველაზე მძლავრი და სანდო ავტომობილი.
თქვენი ავტომობილის გასაუმჯობესებლად საჭირო ნივთების მისაღებად მოგიწევთ მისიების შესრულება ან მათი ყიდვა, სხვა მოთამაშეებისგან.ავტორების განცხადებით ნივთების შესყიდვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ნაღდი ფულის დახმარებით.

მოთამაშეებს აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ ახალ ადგილებს,მიიღონ მონაწილეობა PvP-რეჯიმის ბრძოლებში, აგრეთვე PvE მისიებში და ჩვეულებრივ სარბოლო რეჟიმში.

თამაში ამ დროისათვის ხელმისაწვდომია PC, PS4 და Xbox One პლათფორმებზე,სრულიად უფასოდ.










რეკლამა