როგორც იცით ცოტა ხნის წინ Electronic Arts-მა შემოგვთავაზა ყველაზე ცნობილი სარბოლო თამაშის Need for Speed-ის ოფიციალური თრეილერი.
ცნობილია რომ ახალ Need for Speed: Payback-ზე მუშაობს ცნობილი და გამოცდილი სტუდია Ghost Games-ი.
თამაშში მოვლენები ხდება კრიმინალით სავსე ქალაქში Fortune Valley-ში.თამაშის მთავარი გმირები არიან : მრბოლელი ტაილერი,შოუმენი მაკ-ი და მექანიკოსი ჯესი.ისინი ერთიანდებიან რათა შური იძიონ კრიმინალურ კარტელზე რომელიც ცნობილია სახელით “სახლი” (The House).კარტელი სრულად აკონტროლებს ქალაქში არსებულ ყველა კაზინოს,ასევე ყველა დამნაშავეს და პოლიციასაც კი.
შურისძიების გზა კი გადის მსოფლიოს არალეგალურ რბოლებზე.აქ თქვენ გელით რისკიანი და ექსტრემალური რბოლები სადაც უნდა მიიღოთ მაღალი რეპუტაცია.
მოთამაშეები ავტო-ტუნინგის ახალი სისტემით შეძლებენ სრულიად გამოუსადეგარი ავტომობილებისგან შექმნან ნამდვილი სპორტქარები.
Need for Speed-ი გვიბრუნდება ამ წელს.თამაშში იქნება ყველაფერი.ავტო-ტუნინგის მდიდარი შესაძლებლობები,ავტომობილების შესანიშნავი ნაკრები,დინამიური რბოლები და დევნა ქალაქის ქუჩებში. ყველა ეს ელემენტი გაერთიანებულია Need for Speed: Payback-ში და ჩვენ მივიღებთ ძლიერ ახალ თამაშს რბოლებზე.
აქ არის სიუჟეტი,საინტერესო პერსონაჟები,უამრავი განსხვავებული დავალებები,რისკი,მაღალი ფსონები,ყველაფერი რაც ახასიათებთ თანამედროვე თამაშებს ექსტრემალური რბოლებისთვის. - განაცხადა აღმასრულებელმა პროდიუსერმა “მარკ ნილსონმა”.
თამაშის წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო.მათ ვინც წინასწარ შეუკვეთავს თამაშს ბონუსის სახით თამაშის გამოსვლისას მიიღებენ ავტომობილების Platinum ნაკრებს სადაც ხუთი უნიკალური ავტომობილი შედის : Nissan 350Z 2008, Chevrolet Camaro SS 1967,Dodge Charger R/T 1969,Ford F-150 Raptor 2016,Volkswagen Golf GTI Clubsport 201.
მათ ვინც იყიდიან თამაშის Deluxe ვერსიას თამაშზე წვდომას მიიღებენ 3 დღით ადრე და უკვე 7 ნოემბერს შეძლებენ თამაშს.ასევე მიიღებენ სპეციალურ ექსკლუზიურ ნივთებს ავტო-ტუნინგისთვის,სპეციალურ სანომრე ნიშნებს და საღებავებს ავტომობილებისათვის NOS,ფასდაკლებებს თამაშში ნივთების შესაძენად,ბონუსებს რეპუტაციაზე, ავტომობილების Platinum ნაკრებს და სხვა.
EA და Origin Access-ის გამომწერები კი მიიღებენ 10% ფასდაკლებას თამაშის ციფრულ ვერსიაზე და თამაშზე წვდომას უკვე 2 ნოემბერს მიიღებენ.
Need for Speed: Payback გამოდის 10 ნოემბერს PC,PS4 და XONE პლათფორმებზე.