Saturday, May 27, 2017

Far Cry 5-ის პირველი ტრეილერი და სხვა დეტალები.


   რამოდენიმე დღის წინ Ubisoft-მა გვიჩვენა რამოდენიმე მცირე ვიდეორგოლი  Far Cry 5-ის შესახებ და გაგვაცნო ქალაქი სადაც თამაშის მოვლენები უნდა განვითარდეს.რამოდენიმე საათის წინ კი შემქმნელებმა თამაშის პირველი ტიზერ ტრეილერი წარმოგვიდგინეს, ასევე რამოდენიმე ვიდეო რგოლი სადაც თამაშის სხვა პერსონაჟებს გაგვაცნობენ.

Far Cry 5-ში მოვლენები ვითარდება დღევანდელ დროში,ამერიკის შტატ მონტანაში. თამაშის მთავარი გმირი გახლავთ Nick Rye რომელიც ჩადის მონტანას შტატში ქალაქ (გამოგონილი) Hope-ში რომელსაც გარე სამყაროსთან კონტაქტი თითქმის არ აქვს.Nick-ი იწყებს ცხოვრებას ქალაქში სადაც იგი ხდება ადგილობრივი შერიფის თანაშემწე. ცოტა ხანში ის იგებს რომ ქალაქში ყველაფერი რთულადაა რადგან რამოდენიმე წლის მანძილზე რელიგიური სექტა სახელწოდებით Project at Eden’s Gate-ი ცდილობს კონტროლი დაამყაროს რეგიონზე.
მოთამაშე ჩართული იქნება სახიფათო დაპირისპირებებში სექტის წარმომადგენლებთან რათა მათი გეგმების განხორციელებას ხელი შეუშალოს და ქალაქის მაცხოვრებლები მათი მონობისაგან იხსნას.


ქალაქში მოთამაშეებს ელოდებათ საოცარი თავგადასავლები და თამაშის განსხვავებული მექანიკა.თამაშში შეგხვდებათ თვითმფრინავები და საჰაერო ბრძოლები, ასევე შეხვდებით ამერიკულ Muscule Cars-ებს, ფურგუნებს, კვადროციკლებს და იახტებს.
სხვადასხვა ტრანსპორტის დახმარებით თქვენ შესძლებთ შეისწავლოთ ქალაქი ,გაუმკლავდეთ სექტანტებს ,შეაგროვოთ გადარჩენისათვის საჭირო რესურსები და თავი გადაირჩინოთ ველური ცხოველებისგან.



თამაშის ახალ ნაწილში კვლავაც იქნება ხელმისაწვდომი რუკის რედაქტორი,სადაც მოთამაშეებს შესაძლებლობა ექნებათ შექმნან შეუძღუდავი რაოდენობის სათამაშო ზონები.რუკის რედაქტორს ასევე ექნება სხვა ახალი ფუნქციები.
თამაშის გავლა შესაძლებელი იქნება ერთ მომხმარებლიან და კოოპერატიულ რეჟიმებში ორი მოთამაშის შესაძლებლობით.

თამაში გამოდის მომავალი წლის 27 თებერვალს.














რეკლამა