Friday, November 11, 2016

ახალი ხმები X-Men-ის შემდეგ ფილმზე და სერიის მომავალზე

    X-Men-ის სერიას, რომელმაც ფილმების ინდუსტრიაში პრაქტიკულად  სუპერგმირული ჟანრის "ბუმი" წამოიწყო, ბოლო წლებში ჰქონდა საკმაოდ არათანაბარი რეპუტაცია - რამდენიმე კარგად მიღებული (Days of Future Past, The Wolverine), მაგრამ ასევე არც თუ ისე კარგად მიღებული ნაწილი (X-Men Origins : Wolverine და Apocalypse). თუმცა ეს არაერთი პრობლემაა - ბევრ ვარსკვლავს კონტრაქტი ეწურება, Gambit-ის ფილმმა კი რეჟისორი დაკარგა.

     #1 მომავალ ფილმში გემბიტის როლს ჩენინგ ტატუმი შეასრულებს

    წყაროების თანახმად, ამ სირთულეების მოგვარებისთვის 20th Century Fox გეგმავს სერიის "რეკონფიგურაციას" და სურს ისევ დაითანხმოს უახლესი ტრილოგიის მსახიობები (ჯენიფერ ლოურენსი, ჯეიმს მაკავოი და მაიკლ ფასბენდერი). Gambit-ს რაც შეეხება, მას ეყოლება ახალი რეჟისორი და მასზე ისევ გაგრძელდება აქტიური მუშაობა. თუმცა ეს არაა ყველა სიახლე.
   
      #2  The Dark Phoenix Saga

     მეორე და ნაკლებად გარკვეულ ამბავს რაც შეეხება - მოდის ხმები, რომ X-Men-ის შემდეგი ფილმი კომიკსების The Dark Phoenix Saga-ს ადაპტაცია იქნება. ამ უკანასკნელის სიუჟეტის თანახმად, ჯინ გრეის, მსოფლიოში უმძლავრეს მუტანტს, სჭირს პიროვნების გაორება - ის ნელ-ნელა კონტროლს კარგავს თავის თავზე და მასში ბოროტი "ბნელი ფენიქსი"-ს პიროვნება ისადგურებს. ნათქვამია, რომ სტუდია ამით არ გეგმავს სერიის მთლიან reboot-ს. ეს თუ სიმართლეა, მაშინ შემდეგი ფილმი შესაძლოა ჩავთვალოთ X-Men III-ის "soft reboot"-ად. ასევე შესაძლოა დაბრუნდეს Game of Thrones-ის ვარსკვლავი სოფია ტერნერი, რომელმაც Apocalypse-ში ჯინ გრეის როლი შეასრულა.
  
    #3 სოფია ტერნერი ჯინ გრეის როლში    

    საბოლოოდ,  ვიმედოვნოთ, რომ სერიის სრულ რიბუთს არ ვიხილავთ. ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი ფილმები წარმატებას მიაღწევენ (განსაკუთრებით Logan).

რეკლამა