DC-ს , როგორც ყველამ ვიცით, არ ჰქონია ფილმებთან განსაკუტრებული კრიტიკული წარმატება, როგორც მოწმობს Man of Steel, Batman v Superman, Watchmen და მრავალი სხვა (ნოლანის Dark Knight ტრილოგიის გამოკლებით). სამწუხაროდ, Suicide Squad-თანაც იგივე სიტუაციაა. (თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კრიტიკოსებს უნდა დაუჯეროთ!)
საერთო მიმოხილვაში, ფილმს აქვს 35%-იანი მოწონება Rotten Tomatoes-ზე (და 5.3/10 რეიტინგი) და Metacritic-ზე 46/100. გამომყენებელთა რეიტინგები IMDB-ზე შეადგენს 8.6/10-ს. (ასეთი კონტრასტი იყო, და არის, BvS-ის შემთხვევაშიც)
ცუდი ამბებით (კრიტიკოსთა მხრიდან) რომ დავიწყოთ, საერთო უარყოფითი შეფასება მიიღეს ფილმის პერსონაჟებმა (მცირე გამონაკლისებით - Harley, Deadshot, Joker), "სუსტმა" ბოროტმოქმედმა და "მოუწესრიგებელმა" სიუჟეტმა.
მეორესმხრივ, DC-მ აშკარად ისწავლა წინა შეცდომებისგან და ამჯერად სასაცილო მომენტებსაც ვხედავთ. კარგად მიღებული იყო ასევე მსახიობთა შესრულებები.(რათქმაუნდა , იგულისხმება ჯარედ ლეტო, უილ სმიტი და მარგოტ რობი )
გავიმეორებ, კრიტიკოსთა სიტყვები ყველაფერს არ განსაზღვრავს - თუ თქვენ ყოველდღიურ მაყურებელთა შეფასებების უფრო გჯერათ, მაშინ ფილმის ყურება ნამდვილად ღირს.
Suicide Squad-ის პრემიერა შედგება ხვალ, 4 აგვისტოს. სახალისო ყურებას გისურვებთ.