Friday, August 5, 2016

Prey - ოფიციალური გეიმპლეი ტრეილერი და სკრინშოტები

    როგორც Id Software-ის ფანებმა შეიძლება იცოდეთ, 4 აგვისტოდან 7 აგვისტოს ჩათვლით ტარდება QuakeCon 2016, სადაც გუშინ გამოაქვეყნეს Prey-ს გეიმპლეი ტრეილერი.
     შეგახსენებთ, ეს არის იმავე სახელობის (2006 წლის) თამაშის reboot. ამჯერად პროტაგონისტია მორგან იუ (რომლის პერსონალიზაციაც შეგიძლიათ).FPS-ისა და RPG-ს ჰიბრიდი, რომელსაც ექნება "open-ended" გეიმპლეი, როგორც Dishonored-ს. თამაშის მოწინააღმდეგეები არიან ფორმის-შემცვლელი უცხოპლანეტელები.
     Prey თავდაპირველი თამაშის კონცეპციასთან ახლოს მიდის, თუმცა არის რამდენიმე განსხვავება - ამჯერად მოქმედება ხდება ადამიანთა ხომალდზე, და არა მტრების ხომალდზე. ასევე, თუ ტრეილერს დავუჯერებთ, ნაკლებად ეგზოტიკური იარაღები მოგველის.
     Prey იგეგმება 2017 წლის რელიზისთვის PC,Xbox One და PS4 პლატფორმებზე. 







რეკლამა