Monday, August 1, 2016

ახალი GTA-ტიპის თამაში - IndieGoGo კამპანია და სკრინშოტები

   AQP City არის ერთი ადამიანის მიერ შექმნილი პროექტი, 2012 წლიდან მზადებაში, რომელიც შთაგონებას იღებს ისეთი თამაშებისგან, როგორიცაა Red Dead Redemption და, ყველაზე აშკარა გავლენა, GTA V.
   AQP City-ს თავიდან ჰქონდა 3000$-ის მოპოვების მიზნით წამოწყებული indieGoGo კამპანია, რომელიც , სამწუხაროდ, ჩავარდა. ახლა, იმავე ვებგვერდზე, შემქმნელს წამოწყებული აქვს  30 000$-იანი კამპანია.  
   თამაში მირბის Unreal Engine 4-ზე და გრაფიკულად ნამდვილად შთამბეჭდავია, მხოლოდ 1 დეველოპერის გათვალისწინებით. მას ექნება, GTA-ს შესაბამისად, გარემოსთან ინტერაქციის მაღალი დონე, მრავალფეროვანი ადგილები, wildlife, პარკური და განადგურებადი გარემოებები.
   ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ სკრინშოტები და გეიმპლეის მიმოხილვის (ძველი) ვიდეო. გაითვალისწინეთ, თამაში ბოლომდე არაა დახვეწილი.






რეკლამა