Sunday, July 31, 2016

Avengers : Infinity War არ იქნება 2 ნაწილად დაყოფილი

   რეჟისორმა ძმება ,ანთონი და ჯო რუსო ,(Captain America : The Winter Soldier, Civil War) დაადასტურეს, რომ Avengers : Infinity War - ის სახელს მოსცილდა "Part I" , "Avengers : Infinity War Part II" - ს კი სულ სხვა სახელი ექნება.
   ამ ცვლილების ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა ის ფაქტი, რომ ეს არის ორი მკვეთრად განსხვავებული ფილმი, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ფილმში (სავარაუდოდ?) ერთი და იგივე ბოროტმოქმედია - თანოსი.
  ეს შეიძლება იყოს MCU-ს მესამე ფაზის ბოლო ფილმები და , დიდი ალბათობით, ექნება დრამატული შედეგები. მოსალოდნელია, რომ მათ ექნებათ MCU-ს ისტორიაში გმირების უდიდესი კრებული. და ვინ იცის, იქნებ Netflix-ის პერსონაჟებიც(Iron Fist, Daredevil, Jessica Jones, Luke Cage) გამოჩნდებიან ?
  Avengers : Infinity War გამოვა 2018 წლის 4 მაისს, მისი დაუსახელებელი სიქველი კი 2019 წლის 3 მაისს.
 

რეკლამა