Saturday, July 30, 2016

Sony-მ Driveclub VR-ის გამოსვის თარიღი დაასახელა.



  როგორც იცით რამოდენიმე თვის წინ Sony-მ განაცხადა რომ მისი ერთ-ერთი საუკეთესო სარბოლო სიმულატორი Driveclub მომავალში მიიღებს ვირტუალური რეალობის სათვალის Playstation VR-ის მხარდაჭერას მაგრამ როგორც იცით კომპანია Evolution Studios რომელიიც შემქმნელია აღნიშნული თამაშის დაიხურა და ბერვს სრულიად ლეგიტიმურად გაუჩნდა კითხვა,ნუთუ დავიწყებას მიეცემა თამაში? მაგრამ სონი მოთამაშეებს თამაშის მიმართ დიდ მხარდაჭერას დაჰპირდა და როგორც საქმიდან სჩანს ასრულებს კიდეც თავის სიტყვას.

რაც შეეხება თამაშის VR ვერსიას,შემქმნელების თქმით ვირტუალური რეალობა მოთამაშეებს თავს შესანიშნავად აგრძნობინებს სუპერ ავტომობილების სალონში ,თამაშის რეალისტური ხმა კი კიდევ უფრო გაგიმძაფრებთ შეგრძნებებს.თამაშის ყოფილმა შემქმნელმა “პოლ რაშინსკიმ” ისიც აღნიშნა რომ თამაშს მუსიკების ახალი კომპლექტიც დაემატება.



DriveClub VR გამოდის ამა წლის 13 ოქტომბერს ჯერჯერობით მხოლოდ იაპონური ბაზრისთვის.თამაში გამოვა როგორც ციფრული ვერსიით ასევე დისკის სახით, რათქმაუნდა ექსკლუზიურად PS4 პლათფორმაზე.

რეკლამა