რამოდენიმე დღის წინ როგორც იცით გავრცელდა ინფორმაცია რომ კომპანია Capcom-ი მუშაობს მისი ერთ-ერთი საუკეთესო თამაშის Dead Rising-ის სერიების რემასტერ ვერსიაზე, ახალი თაობის კონსოლებისთვის.აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად უკვე დაადასტურა Capcom-მა. Dead Rising გამოვა PC, PS4-სა და Xbox One-ზე ხოლო Dead Rising 2, PS4-სა და Xbox One-ზე.
Dead Rising-ის განახლებაზე მუშაობს პოლონური სტუდია QLOC რომელმაც განაახლა Devil May Cry PS4-სა და Xbox One-სთვის.
Dead Rising 2-სა და Off the Record-ზე კი მუშაობს სტუდია Mercenary Technology რომელმაც იმუშავა God of War 3-ის განახლებაზე PS4-ისთვის და Call of Duty: Black Ops 3-ზე ძველი თაობის კონსოლებისთვის PS3 და Xbox 360-ისთვის.
განახლებული სერიები შესაძლოა ვიცხილოთ სექტემბრის თვეში.
Dead Rising :
Dead Rising 2 :