Saturday, July 16, 2016

"Rogue One" - კადრს-მიღმა ვიდეო + რა ვიცით ფილმის შესახებ





     კარგი დროა იმისთვის რომ იყო Star Wars-ის ფანი, როდესაც Disney-მ დააბრუნა Lucasfilm-ი ასპარესზე და დაგვპირდნენ რომ George Lucas-ის ქმნილებას აიყვანდნენ იმ ხარისხამდე რაც ჯერ ჩვენ არ გვინახავს. წლების განმავლობაში Star Wars-ი შეიცვალა და იმისთვის რომ ორიგინალს ჰგავდეს საჭიროა გავიხსენოთ ის რაც წარსულში მოხდა Star Wars: The Force Awakens-მდე და ამისთვის გადაწყვიტეს გადაეღოთ Star Wars-ის ისტორიები, ანუ ცალკეული ფილმები როგორიცაა მომავალი Rogue One.

    ჩვენ უკვე ბევრი რამ გვაქვს რითიც შეგვიძლია წარმოდგენა შევიქმნათ Star Wars-ის შეცვლილ სამყაროზე, მაგალითად ანიმაციური სერიალი Star Wars: Rebels, ასევე გვაქვს უამრავი კომიქსი Marvel-ისგან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია J.J. Abrams-ის Star Wars: The Force Awakens.
მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც ფილმებია და ეს ერთი ფილმი არ გვეყოფა, თანაც ცალკეული ეპიზოდები წარსულზე ძალიან საინტერესო იქნება და სწორედ ამ ფილმების საშუალებით აღმოვაჩენთ კოსმოსის ახალ ტერიტორიებს, გამოვიკვლევთ პლანეტებს და ვნახავთ შორს, ძალიან შორს მყოფი გალაქტიკის გასაოცარ ადგილებს.



    პირველი რამ რაც ფილმის შესახებ გავიგეთ მისი სათაურის შემდეგ ეს ისაა რომ მისი რეჟისორი იქნებოდა Gareth Edwards-ი. შეიძლება მისი სახელი არ გეცნოთ რადგან ის ნაღდად არ არის ცნობილი რეჟისორი, მას მხოლოდ ორი ფილმი აქვს გადაღებული. პირველი ფილმი რაც Gareth-მა გადაიღო ეს იყო 2010 წელს გადაღებული მცირე ბიუჯეტიანი ფილმი Monsters, მიუხედავად იმისა რომ ფილმი არ გახდა ჰიტი, Gareth-ის ტალანტმა მიიქცია ჰოლივუდის ყურადღება და 2014 წელს მას მიაბარეს Godzilla-ს ახალი ვერსიის გადაღება და მანაც დიდი სიამოვნებით გადაიღო ფილმი გიგანტურ ცხოველზე კინგ-კონგზე, კი არა და გოძილაზე.
    ამ ორმა განსხვავებულმა ფილმმა Gareth Edwards-ს შესძინა საკმარისი გამოცდილება Star Wars: Rogue One-ის გადასაღებად.


    დიდი ხანია უკვე რაც ბევრი ჭორი დადის ამ ფილმის შესახებ და აღმოჩნდა რომ ზოგიერთი მათგანი სიმართლეც არის. ფილმი იქნება აჯანყებულებზე რომლებიც თვითმფრინავებს იტაცებენ და ა.შ. Rogue One იქნება სრულიად განსხვავებული სტილის. Star Wars-ის ყველა ნაწილში ყურადღება გამახვილებულია Jedi-ებზე და ვარსკვლავური ომები მათ გარეშე ფაქტიურად წარმოუდგენელია, წარმოიდგინეთ არც ლაითსეიბერები და არც ჯედაები და მხოლოდ იარაღი და სტრატეგია ცხონებული ჰან სოლოს სტილში, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად იძახიან რომ ფილმში მაინც გამოჩნდება ქომეოს სახით მაინც Darth Vader-ი - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაჟი Star Wars-ის ისტორიაში.


    Rogue One-ის სამსახიობო ქასთის შევსება დაიწყო 31 წლის ბრიტანელმა ქალმა მსახიობმა Felicity Jones-მა რომელიც შეასრულებს Jyn Erso-ს როლს როდესაც იგი იყო თინეიჯერობის ასაკში. Jyn Erso არის აჯანყებული მებრძოლი რომელმაც სხვა აჯანყებულებთან იპოვა თავისი სახლი, სავარაუდოდ ეს იქნება ფილმის წამყვანი როლი.

რეკლამა