Friday, July 15, 2016

ქსელში გავრცელდა PS4 Neo-ს ტექნიკური მახასიათებლები.



  საიტმა Scribd გამოაქვეყნა განახლებული PS4 Neo-ს ტექნიკური მახასიათებლები.თუ ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამება მაშინ განახლებულ PS4 Neo-ს 2-3-ჯერ უფრო მძლავრი გრაფიკული ბარათი ექნება ვიდრე მის წინამორბედს ორიგინალ PS4-ს, კონსოლის 8 გბ GDDR5 ოპერატიული მეხსიერების სიჩქარე გაზრდილია - 176-დან 218 გბ / წმ-მდე, GPU სიხშირე  800-დან 911 MHz-მდე, პროცესორი Jaguar-ის რვა ბირთვიანი რომლის სიხშირეც 1.6-დან  2.1 GHz-მდე გაიზარდა.
საერთო ჯამში განახლებული კონსოლი შეიძლება თამამად ითქვას რომ რამოდენიმე თავით უფრო მძლავრია ვიდრე ორიგინალი.

Sony ახალი კონსოლის გამოსვლის თარიღს ჯერ არ ასახელებს თუმცა როგორც ცნობილია დეველოპერებმა კონსოლის პროტოტიპები უკვე მიიღეს.რაც შეეხება თამაშებს  უკვე 2016 წლის ოქტომბრის თვიდან დაიწყება თამაშების გამოსვლა განახლებული კონსოლისთვის.როგორც იცით განახლებულ კონსოლს არ ექნება ექსკლუზიური პროექტები და ყველა თამაში ერთნაირად გამოვა როგორც ორიგინალ ისე განახლებულ კონსოლზე.თუ თქვენს PS4 Neo-ზე ისურვებთ ძველი თამაშების გაშვებას მისთვის საჭირო იქნება უბრალოდ პატჩის დაყენება.







რეკლამა