Friday, July 15, 2016

Modern Warfare Remastered - პირველი გეიმპლეი დემო


   ახლახანს გამოქვეყნდა Modern Warfare Remastered-ის გეიმპლეი ერთ-ერთი ყველაზე სამახსოვრო მისიიდან - "Crew Expendable". აქ დაგხვდებათ ის ტრადიციული setpiece მომენტები, რომლითაც Call of Duty ყოველთვის გამოირჩეოდა.
   გაუმჯობესებული ვერსიისთვის რაც ყველაზე მთავარია, გრაფიკამ რეალურად ღირსეული აპგრეიდი განიცადა - უკეთესი განათება, კომპლექსური გეომეტრია, მაღალი ხარისხის ტექსტურები. ეს ყველაფერი თამაშს ბევრად უფრო ატმოსფერულს ხდის.
   შეგახსენებთ, Remastered-ს ექნება სრული კამპანია და 10 მულტიპლეიერული რუკა. ამ უკანასკნელის გეიმპლეი იქნება განსაკუთრებით საინტერესო. ჯერჯერობით უცნობი რჩება , თუ Activision გადაიფიქრებს და ამ რიმეიკს ცალკე გაყიდის, როგორც ბევრ ფანს უნდა.
   ვიდეო შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ :


რეკლამა