ახალი ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, Nvidia აპირებს ახალი პროექტის რეალიზებას, რომელიც გულისხმობს, Titan-ის სერიის განახლებას.
კი მაგრამ რა აუცილებლობა აქვს მსგავს Backup-ს ? 1080-70-60 სერიები ხომ ახლა იმკვიდრებენ ადგილს და თანაც საკმაოდ ღირსეულად ?
ეს ასეა თუმცა აღსანიშნავია, რომ თავად Nvidia სხვაგვარად უყურებს ამ საკითხს. მათი თქმით ახალი ტიტანი, 1080-ზე ძლიერი იქნება. მათივე თქმით ახალი გრაფიკული ჩიპი, რომლის კოდური დასახელებაა, NVLINK
იმუშავებს, PCI-Express-ის პრინციპით და GP100-ის არქიტექტურით და მოკლედ მათივე თქმით ახალი ტიტანი აუცილებელი განახლება იქნება. გარდა ამისა ახალ გრაფიკულ ჩიპს ექნება, განახლებული გამშვები სისტემა რომელიც გულისხმობს 480GB-ს წამში, 1080-ისგან განსხვავებით, რომელსაც 320 აქვს.
არ დაგავიწყდეთ, რომ სტანდარტულად, 1080-ის ტიპი Titan X-ზე, 25-30%-ით ძლიერია.
Nvidia დიდი ალბათობით ახალ ვიდაეოკარტას, Gamescom-ზე გამოიტანს და გარდა ამისა სრულიად შესაძლებელია ისიც, რომ ამ პროექტის რეალიზება სწორედ 2016 წელს მოხდეს და მისი ფასი ასევე განსხვავებული იქნება...