Tuesday, July 19, 2016

Telltale's Batman - პირველი ტრეილერი

   Telltale Games-მა ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ისეთი სამახსოვრო სათავგადასავლო სერიებით, როგორიცაა The Walking Dead, The Wolf Among Us და სხვა. ამჯერად შემქმნელი გვთავაზობს კიდევ ერთ ამბიციურ პროექტს - Telltale's Batman.  
   პირველი ტრეილერი გვთავაზობს სერიის მოკლე მიმოხილვას - აქ ვხედავთ თავად ბრიუსს (ტროი ბეიკერის მიერ გახმოვანებულს) , ალფრედს, Catwoman-ს, ჰარვი დენტს და სხვა პერსონაჟებს. Batcave-სა და (Arkham Knight-ის შემდეგ ყველასათვის საზიზღარ) Batmobile-საც ვავლებთ თვალს, თუმცა რამხელა როლი ექნებათ არ ვიცით. იმჩნევა ასევე ოდნავი გავლენა ნოლანის ტრილოგიიდან.
   მოლოდინის თანახმად, აქ იქნება დიალოგური არჩევნები და Telltale-სთვის ტრადიციული QTE საბრძოლო სცენებიც. ასევე საგრძნობლად აწეული გრაფიკა. მთლიანი სერია ჯამში 5 ეპიზოდისგან უნდა შესდგეს.
   პირველი ეპიზოდი (პილოტი?), "Realm of Shadows", გამოვა 2 აგვისტოს. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ტრეილერი :
   
  

რეკლამა