კომპანია Ubisoft-მა საკუთარ ფინანსურ ანგარიშში დაადასტურა რომ,მიმდინარეობს მუშაობა შემდეგ თამაშებზე : ახალ Assassin’s Creed-ზე,Far Cry 5-ზე,The Crew 2-სა და South Park: The Fractured But Whole-ზე რომლის გამოსვლის თარიღმა როგორც იცით რამოდენიმეჯერ უკვე გადაიწია.
ყველა აღნიშნული თამაში გამოვა მიმდინარე ფინანსურ წელიწადში, რომელიც დაიწყო 2017 წლის 1 აპრილს და დასრულდება 2018 წლის 31 მარტს.
ყველა აღნიშნული თამაში გამოვა მიმდინარე ფინანსურ წელიწადში, რომელიც დაიწყო 2017 წლის 1 აპრილს და დასრულდება 2018 წლის 31 მარტს.
ახალ Assassin’s Creed-ზე როგორც იცით ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა (ჭორები) სხვადასხვა დეტალები, რომლებზეც ჩვენს წინა პოსტში მოგახსენეთ.ჭორების თანახმად ახალ Assassin-ში მოქმედება ძველ ეგვიპტეში მოხდება და მისი დასახელება იქნება Assassin’s Creed Origins.სხვა დეტალების გასაცნობად შეგიძლიათ წაიკითხოთ სრული პოსტი შემდეგ ბმულზე.
რაც შეეხება Far Cry 5-ს ,თუ გავრცელებულ ჭორებს დავუჟერებთ თამაშის შემდეგ სერიაში მოქმედება მოხდება ველურ დასავლეთში.
The Crew 2-სა და South Park: The Fractured But Whole-ს შესახებ ინფორმაცია არაა ცნობილი.
აღნიშნულ თამაშებსა და სხვა ინფორმაციას ვიხილავთ Ubisoft-ის კონფერენციაზე რომელიც Е3 2017-ის ფარგლებში გაიმართება.