პორტალზე Reddit-ზე გამოჩნდა პოსტი სადაც საუბარია Assassin’s Creed-ის ახალი ნაწილის დეტალებზე.
როგორც პოსტის ავტორი წერს თამაშის ახალი ნაწილი მიიღებს დასახელებას Assassin’s Creed Origins.ახალ ნაწილში მოქმედება ხდება ძველ ეგვიპტეში, მეხუთე დინასტიის პერიოდში რომელიც 2494-2345 წლებში მიმდინარეობდა.თამაშში ვიხილავთ დედოფალ Khenut-სს, მეფე Unas-ის მეუღლეს.
თამაშის ტერიტორია სამჯერ აღემატება Black Flag-ისას.სათამაშო სამყარო და მასზე გადაადგილების შესაძლებლობა დარჩება უცვლელი და სხვადასხვა ადგილების მონახულებას ჩამტვირთავი სქრინის ლოდინის გარეშე შესძლებთ.
რაც შეეხება თამაშის საბრძოლო სისტემას ,ავტორის თქმით ახალი ნაწილის ბრძოლის სისტემა იქნება The Witcher 3: Wild Hunt-ის მსგავსი.მთავარი გმირის შეიარარებაში იქნება ფარი და მშვილ ისარი.
თამაშში კვლავაც იქნება საზღვაო გეიმფლეი და ნიანგებსაც შეხვდებით.თამაშში არ იქნება საზღვაო ბრძოლები, ხომალდების დახმარებით, როგორც ეს თამაშის წინა ნაწილებში იყო ხელმისაწვდომი.
თამაშში კვლავაც იქნება ცხენი და მასზე ჯირითის შესაძლებლობა.
თამაშში იქნება არწივის ხედვის კონტროლირების შესაძლებლობა რაც ნამდივალ საინტერესოა.
შემქმნელები თამაშს ოფიციალურად ამ თვის ბოლოს დააანონსებენ და თამაშის კინემატოგრაფიულ თრეილერს და გეიმფლეის E3-ის გამოფენაზე გვიჩვენებენ.
თუ წყარო არ ტყუის მაშინ Assassin’s Creed: Origins-ი გამოდის ოქტომბრის თვეში PS4, Xbox One და PC პლათფორმებზე.