პორტალ NeoGAF-ის მომხმარებელმა მეტსახელად piccio_ssl-მა საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.მან ონლაინ მაღაზია Amazon-ის კატალოგში აღმოაჩინა Darksiders 3-ის გვერდი.
თამაშის მესამე ნაწილი გვთავაზობს შესანიშნავ ღია პოსტ-აპოკალიფსურ სამყაროს .
თამაშის მთავარი გმირი გახლავთ ქალი მაგი Fury,რომელიც გაემგზავრება სამყაროს სხვადასხვა ადგილებში რათა აღადგინოს ბალანსი სიკეთესა და ბოროტებას შორის.
თამაშის მთავარი ბოროტება კი გახლავთ შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა,მის ხელქვეითებთან გამკლავება კი მთელი თამაშის განმავლობაში მოგიწევთ.
თამაშის მესამე ნაწილზე მუშაობს Gunfire Games-ი რომელიც ფორმირებულია Vigil Games-ის არაერთი თანამშრომლით.Vigil Games-ი გახლავთ კომპანია რომელიც არის Darksiders-ის წინა ორი ნაწილის დეველოპერი.
ონლაინ მაღაზია Amazon-ის მონაცემებით თამაში გამოდის მომავალი წლის 31 დეკემბერს, PC, PS4 და Xbox One პლათფორმებზე.