ფილმი Resident Evil: Vendetta როგორც იცით დაანონსდა გასულ წელს და მოგვითხრობს შეშლილ მანიაკზე, რომელსაც სურს საშინელი ვირუსი რომელიც ადამიანებს შეშლილ ზომბებად აქცევს მთელს ნიუ-იორკში გაავრცელოს და ეს ყველაფერი შურისძიების სახელით გააკეთოს.
ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ახალი 50 წამიანი ვიდეო კლიპი, რომელზეც ნაჩვენებია თამაშის უცვლელი მთავარი გმირი, ლეონი და ქრის რედფილდი,რომლებიც არაჩვეულებრივი ბრძოლის სტილისტიკით უსწორდებიან გამხეცებულ ზომბებს.
Resident Evil: Vendetta როგორც იცით არის რიგით მესამე ფილმი.პირველი ფილმი გახლდათ Resident Evil Degeneration,მეორე კი Resident Evil Damnation.
ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართება 19 მაისს.