ცოტახნის წინ Darksiders 3-ზე გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაცია რომელიც ჩვენს საიტზეც დაიწერა, რამოდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა და Gunfire Games-მა და THQ Nordic-მა წარმოგვიდგინეს Darksiders 3-ის პირველი ოფიციალური თრეილერი.
თამაშის მესამე ნაწილი გვთავაზობს შესანიშნავ ღია პოსტ-აპოკალიფსურ სამყაროს .
თამაშის მთავარი გმირი გახლავთ ქალი მაგი Fury,რომელიც გაემგზავრება სამყაროს სხვადასხვა ადგილებში რათა აღადგინოს ბალანსი სიკეთესა და ბოროტებას შორის.
თამაშის მთავარი ბოროტება კი გახლავთ შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა,მის ხელქვეითებთან გამკლავება კი მთელი თამაშის განმავლობაში მოგიწევთ.
თამაში გამოდის 2018 წელს PC, PS4 და Xbox One პლათფორმებზე.