All hail the king!
6 აპრილს Microsoft-მა ინდუსტრიის რამდენიმე პირს Xbox Scorpio-ს მონაცემები გაუმხილა და ინფორმაცია საჯაროდ გახდა ცნობილი,...ამის შემდგომ კი ბევრი გაოცებული დარჩა - ეს არის მსოფლიოში უმძლავრესი კონსოლი და ნამდვილად უმაღლესი დონის აპგრეიდი.
როგორც იცით, ტექნოლოგია სწრაფად ვითარდება, 4K გეიმინგი და ვირტუალური რეალობა კი უფრო და უფრო პოპულარული ხდება და საჭიროა მონაცემების განახლება მათ მხარდასაჭერად. ეს იყო PS4 Pro-ს გამოშვების მიზეზები, თუმცა ეს უკანასკნელი არ იყო ის ჰიტი, რომელსაც Sony იმედოვნებდა. ეს შეიძლება ნაწილობრივ ცუდ მარკეტინგს დავაბრალოთ, მაგრამ Pro-ზე თამაშებმა მთლად ის აპგრეიდი არ მიიღეს, რაც ბევრს უნდოდა - ხშირ შემთხვევაში მხოლოდ "upscaled" 4K რეზოლუცია და რამდენიმე ცალკეული რეჟიმი, რომელიც ყველა შესაძლო გაუმჯობესებას ერთდროულად ვერ იძლეოდა.
წარმოიდგინეთ Forza-ს მსგავსი თამაშები
4K რეზოლუციაში. Glorious.
4K რეზოლუციაში. Glorious.
განვიხილოთ სისტემის მონაცემები - თავდაპირველი XONE-ის დიდი მინუსი იყო მეხსიერების ნელი DDR3 ტიპი, რომელიც PS4-ის GDDR5-ს დიდად ჩამოუვარდებოდა. ამჯერად ყველაფერი შეიცვალა - Scorpio-ს აქვს არამხოლოდ მეხსიერების ჯამური 12 GB , არამდედ ბევრად უფრო სწრაფიც - 326 GB/წამში სიჩქარით - Pro-სთან შედარებით 1.5-ჯერ ,XONE-თან შედარებით კი 5-ჯერ (დაახლოებით) უფრო სწრაფი. ამჯერად კი 40 გამომთვლელი ერთეული წინა 12-თან შედარებით და 4K Ultra-HD Blu-Ray მხარდაჭერა (ირონიულად, Microsoft-მა Sony-ს ამაშიც კი აჯობა). ყველაზე ნაკლები ცვლილება,ასე ჩანს, კონსოლის CPU-მ განიცადა.
რას ნიშნავს ეს თქვენთვის : Microsoft გვპირდება, რომ გაუმჯობესდება ყველა Xbox One-ისა და უკუთავსებადი Xbox 360-ის თამაში. რათქმაუნდა, ისინი წინასწარ დადგენილ რეზოლუციაზე მაღლა ვერ ირბენს (საამისოდ პატჩი იქნება საჭირო), მარგამ ამჯერად გექნებათ გაუმჯობესებული დინამიური რეზოლუციები, ტექსტურები უკეთესად გამოჩნდება, არანაირი screen tearing და ზოგადად უფრო მაღალი და სტაბილური FPS (თუმცა თუ თამაშს ჩაკეტილი FPS აქვს, ის მასზე მაღლა ვერ წავა). კონსოლს ასევე შეუძლია 4K 60FPS ვიდეოების გადაღება.
კონსოლის პრეზენტაციაზე დადემოებული იყო Forza 6-ის ძრავაში შედგენილი გარემოება, რომელიც 4K-სა და 60 FPS-ზე მირბოდა და ამავდროულად ყველა რესურსს არ იყენებდა. არამარტო ეგ - ძრავის გადატანისთვის Forza-ს გუნდს მხოლოდ 2 დღე დასჭირდა.
ეს ყველაფერი კი ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ სანახავია, რა და რა მოხდება - Scorpio-ს ნამდილად აქვს პოტენციალი, მითუმეტეს კონსოლებზე გაუმჯობესებულ software-საც თუ გავითვალისწინებთ. საინტერესოა, წლის ბოლოს რა მოხდება. იქნება თუ არა Scorpio კონსოლების ახალი მეფე? თქვენ გადაწყვიტეთ.
დემოზე გადაღებული სკრინშოტი. |