Marvel Cinematic Universe იყო უპრეცენდენტო წარმატება. შეძლებს Call of Duty ამის განმეორებას? |
ცნობილი გახდა, რომ აქ მთავარი მიზანია ღრმა და საინტერესო პერსონაჟების ჩამოყალიბება და სერია არ წარმოადგენს თამაშების პირდაპირ ადაპტაციას, მაგრამ იქნება იმავე სტილში მძაფრსიუჟეტიანი და ექშენით სავსე. სკრიპტებისთვის შედგენილია მწერალთა ჯგუფი და სტუდია რეალური სამხედროებისგანაც იღებს კონსულტაციას.
სტეისი შერმა ასევე დააკონკრეტა ამ ფილმთა შინაარსებისგან რას უნდა მოველოდოთ :
ჩვენ უკვე ბევრი წელიწადი გვაქვს წინსაწრად დაგეგმილი. იქნება ფილმი, რომელიც Black Ops-ს დაემგვანება, ერთი იქნება აგრეთვე Modern Warfare-ის სტილში შესრულებული და ვიხილავთ უფრო ჰიბრიდულ ნაწილებსაც, რომლებშიც გაერთიანდება როგორც კლასიფიცირებული,ასევე საჯარო ოპერაციები.
The numbers, Mason! What do they mean? |
Activision Blizzard Studios-მა ჯერჯერობით გამოუშვა Skylanders Academy, რომელიც წარმატებული გამოდგა - ჯერ მეორე სეზონი არ გამოსულა და Netflix-მა უკვე მესამეზე მისცა შეკვეთა. IMDB-ზე ამ სერიას აქვს სოლიდური, მაგრამ არა მაინცდამაინც მაღალი რეიტინგი.
საინტერესოა, წინ როგორ წავლენ და თამაშებისგან რა ელემენტებს აიღებენ. შეიძლება რამდენიმე ძველი პერსონაჟიც კი დაბრუნდეს - "Soap" მაკტავიში, კაპიტანი პრაისი, საიმონ "Ghost" რაილი, ალექს მეისონი და სხვები. ასევეა საინტერესო, თუ რა პერსპექტივიდან იქნება ეს გადაღებული - ფილმებისთვის ტრადიციულ, მესამე პირის სტილში, პირველი პირის პერსპექტივიდან (a la Hardcore Henry) თუ ორივე ერთად იქნება გამოყენებული. ეს ყველაფერი სპეკულაციაა, ამიტომაც ლოდინი მოგვიწევს.
ეს არის რამდენიმე წლის წინ გადაღებული
მოკლემეტრაჟიანი ფან-ფილმი.
მოკლემეტრაჟიანი ფან-ფილმი.
Call of Duty-ის პირველი ფილმის გამოსვლის ზუსტი თარიღი ცნობილი არაა, თუმცა, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ის შემდეგ წელს უნდა ვიხილოთ. ვიმედოვნებთ საუკეთესოს.