Friday, April 7, 2017
"Universal"-ის გეგმები "The Mummy"-ს შემდეგ
ამ ზაფხულს Universal-ი იწყებს თავის მონსტრების სამყაროს ფილმით The Mummy, სადაც იღებენ მონაწილეობას ისეთი მსახიობები როგორებიც არიან Tom Cruise და Russell Crowe და წარმოგვიდგენენ მითოლოგიურ პერსონაჟებს რომლებსაც კიდევ ბევრ ფილმში ვნახავთ მომავალში. მაგრამ რა გეგმები აქვს Universal-ს The Mummy-ს გამოსვლის შემდეგ?! ფილმის პროდიუსერის Chris Morgan-ის სიტყვებს თუ დავუჯერებთ შესაძლებელია შემდეგი ფილმი გახდეს Bride Of Frankenstein, Creature From The Black Lagoon, The Invisible Man, Van Helsing და ან The Wolfman, ყოველ შემთხვევაში Universal-ს ამ ყველაფერზე აქვს გეგმები.
Cinemablend-თან ინტერვიუს დროს Chris Morgan-მა თქვა, რომ ისინი ნელ-ნელა ვითარდებიან და ახლა მიდის მოლაპარაკებები იმ საკითხთან დაკავშირებით თუ რომელი ფილმი იქნება შემდეგი. მან თქვა, რომ რეჟისორი Alex Kurtzman და ის თითქოს გაერთიანდნენ, ისინი განიხილავენ თუ რომელი ისტორია წარადგინონ ფილმში ამა თუ იმ პერსონაჟზე. Morgan-მა ასევე თქვა, რომ ამ ყველაფერს სწორი კუთხით უნდა მიუდგნენ, ისე რომ ფილმებში გამოხატონ ორიგინალებისადმი პატივისცემა, მათ უნდა შექმნან რთული და ბნელი პერსონაჟები, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა უნდა დაანახონ ხალხს რაიმე ახალი და თანამედროვე.
აშკარად Chris Morgan-ი განსაკუთრებული ენთუზიაზმით უდგება ამ ფილმების საკითხს და რომ ის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება Universal-ის მონსტრების სამყაროს ფილმებისთვის, მაგრამ ახალი ფილმების გადაღება ძირითადად იქნება დამოკიდებული The Mummy-ს წარმატებაზე, რაც აუცილებლად მოხდება თუ შესანიშნავი თრეილერებიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ.
The Mummy-ს პრემიერა შედგება ამ წლის 9 ივნისს.