Monday, April 24, 2017

პირველი Tomb Raider-ის თამაში ახლა უკვე შესაძლებელია პირდაპირ ვებ-ბრაუზერიდან.


   რუსმა პროგრამისტმა “ტიმურ გაგიევმა” მეტსახელად Xproger-მა ცოტა ხნის წინ წარმოადგინა პროექტი დასახელებით OpenLara.
პროექტის დახმარებით ნებისმიერ ადამიანს სურვილისამებრ შეუძლია საკუთარ პერსონალურ კომპიუტერებზე ბრაუზერშივე მომენტალურად გაუშვას ცნობილი სათავგადასავლო ჟანრის თამაშის Tomb Raider-ის პირველი ვერსია.


ამ დროისთვის თამაშის მხოლოდ სადემონსტრაციო დონეა ხელმისაწვდომი,თუმცა სპეციალური ღილაკის დახმარებით სურვილისამებრ შეგიძლიათ ჩატვირთოთ თამაშის ნებისმიერი დონე და დატკბეთ თამაშით.
თამაშს დამატებული აქვს დროის შენელებისა და აჩქარების შესაძლებლობა,ასევე შემქმნელმა მოხსნა კადრის ცვლის სიხშირის შეძღუდვა რომელიც ორიგინალ თამაშს 30 კადრზე ჰქონდა დაყენებული და პირველად სერიის ისტორიაში თქვენ შეგიძლიათ Tomb Raider-ი ითამაშოთ პირველ პირში.

თამაში შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.  

რეკლამა