Thursday, April 27, 2017

Call of Duty : WWII - პირველი ტრეილერი და ოფიციალური დეტალები

Welcome to the bloody first.
      დადგა დრო Call of Duty:WWII-ის დიდი გამოვლენისთვის. Activision-მა გამოაქვეყნა მისი პირველი ტრეილერი და გვაჩვენა მოკლე დოკუმენტარული ვიდეო თამაშის დამზადების პროცესის შესახებ. ამასობაში ცნობილი გახდა რამდენიმე სიანტერესო დეტალი.
      უპირველეს ყოვლისა, ეს ტონალურად ძალიან განსხვავდება ბოლო ნაწილებისგან - თუ ისინი ფოკუსირებულები იყო ფუტურისტულ შეტაკებებსა და აუგმენტირებულ შესაძლებლობებზე, WWII-ს ყურადღება გადააქვს ომის დრამატიკაზე, ჩვეულებრივ ადამიანებზე და იმ ადამიანურ კავშირებზე, რომლებიც წარმოიქმნა ბრძოლის ველზე. ეს ტონალური ცვლილება ტრეილერშივე იგრძნობა.
      სიუჟეტი ვითარდება რონალდ "Red" დენიელსის გარშემო, რომელიც იბრძვის 1st Infantry Division-ში (ამ დივიზიაში ვიბრძოდით Call of Duty 2 : Big Red One-შიც) და მოქმედება ხდება ევროპაში - აქ ვიხილავთ ბრძოლებს ნორმანდიის სანაპიროზე, პარიზის აღებას და მეტს. ეს სცენები რათქმაუნდა არაერთ ფილმსა და თამაშში აისახა (ტრეილერს რომ ნახავთ, პრიველად ალბათ Saving Private Ryan მოგაგონდებათ), მაგრამ World at War-ის შემდეგ სერიას მსგავსი არ ჰქონდა.

     ლეგენდარული შეტევა ნორმანდიის სანაპიროზე (D-Day).

     სხვა დეტალებს რაც შეეხება - აქ შესაძლოა გეიმპლეის ძირითადი დინამიკა საგრძნობლად შეიცვალოს - სიცოცხლე უკვე არაა ავტომატურად რეგენერირებადი , ამჯერად თავის გადასარჩენად ადგილობრივ მედიკთან მისვლა მოგიწევთ. თუ ამუნიცია გაგითავდათ, მისი შევსება შეგიძლიათ თანამებრძოლების დახმარებით. ამას რათქმაუნდა დავუმატოთ ის ყველასათვის ცნობილი ფაქტი, რომ აქ არ იქნება ფუტურისტული შესაძლებლობები და იარაღები. "Boots on the ground", ასეთია თამაშის მარკეტინგი.
     მთავარი კამპანიის გარდა ვიხილავთ ცალკეულ Zombie Mode კამპანიას, რომელსაც ექნება საკუთარი სიუჟეტი და გათვლილია კოოპერატივისთვის. ამაზე ჯერჯერობით მეტი არაა ცნობილი.
     Multiplayer-ს რაც შეეხება, Call of Duty-ს დაემატება Destiny-ს "Tower"-ის მსგავსი სოციალური სივრცე სახელად "Headquarters", რაც პირველად ხდება სერიისთვის და საინტერესოა, რას მოიტანს. კლასების ნაცვლად იქნება "დივიზიები", ამ დეტალზე კი ბევრი არაა ცნობილი და გვექნება აგრეთვე ახალი რეჟიმი სახელად "War", სადაც გათამაშდება მინი-სიუჟეტი და გუნდებს განსხვავებული ობიექტივები ექნებათ. (რაც ძალიან ემგვანება Killzone 3-ის "Operations" რეჟიმს). აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ WWII-ს მოგვიანებით ექნება დახურული Multiplayer ბეტა ტესტირებაც.

ტიზერი მომავალი "ზომბი" რეჟიმისთვის.

     საოცარია იმის მოსმენა, თუ რა მანძილზე წავიდა Sledgehammer Games თავისი გამოკლვევის დროს - მათ დაათვალიერეს არაერთი ადგილი, მიიღეს ისტორიული და სამხედრო კონსულტაცია, გადაიღეს ათასობით სურათი და ა.შ. ყველაფერი შეგიძლიათ ნახოთ იმ მოკლე დოკუმენტარულ ტრეილერში, რომელიც Activision-მა გამოუშვა.
     სტუდიისთვის, მისი სიტყვებით, უმთავრესი მიზანია ამ თამაშში განიხილოს  თანაძმობის თემატიკა. თქვენ სხვებთან ერთად იბრძვით და ერთმანეთს ნელ-ნელა უახლოვდებით საერთო გასაჭირში. "In war, no one fights alone", როგორც თქმულა CoD-ის ძველ თამაშებში. დაპირებულია აგრეთვე იმ დროისთვის სხვა სოციალური პრობლემების განხილვაც. არის ალბათობა, რომ წინ მართლაც სამახსოვრო და აზრიანი კამპანია გველის.  
     ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ თამაშის ტრეილერი , სოციალური სივრცე "Headquarters"-ის ტიზერი, "Behind the Scenes" ვიდეო და სკრინშოტები. Enjoy!

















რეკლამა