რამოდენიმე ხნის წინ როგორც იცით ქსელში გავრცელდა ინფორმაცია,რომელიც ჩვენს საიტზეც დაიწერა, რომ ახალი Call of Duty შესაძლოა დაბრუნებოდა საკუთარ ფესვებს და ახალი თამაში წარმოდგენილი ყოფილიყო მეორე მსოფლიო ომის თემატიკით.
გიხაროდეთ მეგობრებო,აღნიშნული ინფორმაცია Activision-მა ოფიციალურად დაგვიდასტურა.ახალ სერია იქნება დასახელებით Call of Duty: WWII.
ჯერჯერობით ახალ სერიასთან დაკავშირებით ბევრი არაფერია ცნობილი თუმცა ვიცით რომ თამაშზე მუშაობს უკვე გამოცდილი Sledgehammer Games-ი.
თუ როგორ ან სად წარიმართება თამაშის მოვლენები ჯერ-ჯერობით უცნობია თუმცა დიდხანს ლოდინი ნამდვილად არ მოგვიწევს რადგან თამაშის პრეზენტაცია შედგება 26 აპრილს.