Saturday, March 4, 2017

Wilson's Heart - ვირტუალური ჰორორი, რომელიც უნდა გამოსცადოთ

        ვირტუალური რეალობა იდეალური პლატფორმაა ჰორორის ჟანრისთვის და გასაკვირი არცაა, რომ ამ ჟანრიდან სულ უფრო მეტი VR თამაში ანონსდება. რათქმაუნდა Wilson's Heart ახლახანს დაანონსებულ თამაშს არ წარმოადგენს, მაგრამ ის იმდენად საინტერესოა, რომ მასზე სტატიის დაწერა ახლაც კი ღირს .
        ეს არის კონკრეტულად ინტერაქტიული Adventure ჟანრის ფსიქოლოგიური თრილერი, მომხიბვლელი შავ-თეთრი ესთეტიკით.  სიუჟეტი ვითარდება 1940-იანების საავადმყოფოში. მთავარი პერსონაჟი, რობერტ უილსონი, აღმოაჩენს, რომ მისი გული ჩანაცვლებულიქნა უცნაური მოწყობილობით. მას უნდა თავისი გულის დაბრუნება, მაგრამ საამისოდ მოუწევს საავადმყოფოს საშიში კორიდორების გავლა, თავსატეხების ამოხსნა და მონსტრებისგან თავის დაღწევა. აშკარაა გენიალური Amnesia : The Dark Descent-ის გავლენა.

თამაშის მთავარი გმირის როლს თვით რობოკოპი,
პიტერ უელერი ასრულებს.

         არამარტო ეგ - ამას დავრთოთ ასევე ძალიან მაღალი რიგის ქასტი - რობერტის როლშია თვით ორიგინალური რობოკოპი, პიტერ უელერი. დამხმარე პერსონაჟებს კი ასრულებენ ალფრედ მოლინა (დოქტორი ოქტავიუსი Spider Man 2-დან), როზარიო დოუსონი (Marvel's Daredevil, Jessica Jones, Luke Cage,...) და სხვები.
         თამაშს ეტყობა H.P. Lovecraft-ის შემოქმედების გავლენა, ბევრმა კი ის ცნობილ სერიალ The Twilight Zone-საც შეადარა .

 Cthulhu-ს გავლენა ყველაფერს მოუხდება.

         აღსანიშნავია, რომ შემქმნელები გვპირდებიან მსოფლიო დონის კონტროლებს, და როგორც ჩანს თავიანთ დაპირებას ამართლებენ კიდეც. UploadVR-ისა და The Verge-ის ჟურნალისტებს ძალიან მოეწონათ ის, რაც თამაშისგან გამოსცადეს. ორივემ განსაკუთრებით აღნიშნეს Wilson's Heart-ის ბუნებრივი მართვა და Oculus Touch კონტროლერების გამოყენება. რათქმაუნდა, თვითონ გამოცდილება, მისი სიუჟეტი და ატმოსფეროც ძალიან დადებითად იყო ძალიან შეფასებული.
         თამაშის ტიზერი და სკრინშოტები შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ. შეგიძლიათ აგრეთვე ეწვიოთ ოფიციალურ ვებგვერდს.










რეკლამა