Friday, March 3, 2017

Square Enix-მა GDC 2017-ზე Final Fantasy XV-ის РС ვერსია გვიჩვენა.


   GDC 2017-ის გამოფენაზე გაიმართა სპეციალური პანელი Nvidia-სთვის,რომელზეც ჰაძიმე ტაბატა-მ წარმოგვიდგინა Final Fantasy XV.

ვიდეო რგოლში A Challenger Once Again გვიჩვენეს თუ როგორ მიმდინარეობს თამაშის შექმნის პროცესი, Luminous Studio-ს ძრავის დახმარებით.ვიდეოს მეორე ნაწილში კი წარმოდგენილია კადრები, თამაშის РС ვერსიიდან.თამაშის პროცესი გაშვებულია Geforce GTX 1080 Ti ვიდეო დაფაზე და როგორც თავად ნახავთ იგი ნამდვილად შესანიშნავად გამოიყურება.

თამაშის РС ვერსიის ანონსი ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ გამოცხადებულა, თუმცა ამ ვიდეოს შემდეგ ალბათ დიდი ხნით ლოდინი არ მოუწევთ თამაშის ფანებს.

Final Fantasy XV გამოვიდა 2016 წლის 29 ნოემბერს PS4-სა და Xbox One პლათფორმებზე.



რეკლამა