Friday, March 3, 2017

Logan. საუკეთესო ფილმი?


ლოგანი. კომიქსებზე დაფუძნებული საუკეთესო ფილმი?


რამდენიმე დღის წინ კინოთეატრის დიდ ეკრანებზე გამოჩნდა ფილმი რომელსაც მილიონობით გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა, რაც გამოიწვია სხვადასხვა ფაქტორებმა. მაგალითად ჰიუ ჯეკმანის კომენტარმა რომ ეს მისი ბოლო ფილმი იქნებოდა Wolverine-ის როლში, ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც რომ ფილმი არის R rated (18+), რამაც უზარმაზარი გავლენა იქონია მთლიან ნამუშევარზე.



მოქმედება ვითარდება 2029 წელს, მომავალში სადაც მუტანტების რასა გადაშენების პირასაა. აღარ არსებობენ იქს-ადამიანები. მათგან მხოლოდ ‘მსერავი’ და ‘პროფესორი იქსი’ დარჩნენ. მაგრამ მათი გმირობის დღეები დიდი ხანია რაც წარსულს ჩაბარდა. ლოგანი ახლა უბრალო მძღოლია რომელიც ცდილობს რაც შეიძლება მეტი ფული შეაგროვოს მისი მენტალურად არასტაბილური მენტორისთვს სამკურნალოდ. როდესაც ის სამუშაოდ მიდის, პროფესორს კალიბანი უვლის. ყველაფერი იცვლება მაშინ როდესაც ჩვენი გმირების ცხოვრებაში გამოჩნდება პატარა გოგო ლაურა. 
იქს-23



ლოგანი სხვა ფილმებისგან ბევრი რამით გამოირჩევა რაც ფუნდამენტალურად ცვლის მას. აქ ვერ იხილავთ გრანდიოზულ ბრძოლებს კაცობრიობის გადარჩენისთვის, აქ დედამიწას არ უტევენ უცხოპლანეტელები დიდი ლურჯი ლაზერებით. ფილმი არის ერთ დაბერებულ ადამიანზე რომელმაც უამრავი ტკივილი ნახა და ახლა უბრალოდ ცდილობს რამენაირად ცხოვრებაში თავი გაიტანოს. ფილმი სადაც ბოროტმოქმედი აკასია. მაგრამ მიუხედავად ამისა, შესრულებული ექშენი უნაკლოა. ამ პერსონაჟის 17 წლის ეკრანიზაციის შემდეგ პირველად ვხედავთ ნამდვილ Wolverine-ს. 18+ თავის საქმეს აკეთებს. ჩვენ ვხედავთ იმ ცხოველს რომელიც არის ლოგანი მისი სისუსტისა. სადაც MARVEL-ის სხვა ფილმებში მხოლოდ უცხოპლანეტელები კვდებიან, აქ დაუფარავად ჩანს თუ რა მოსდით იმ ადამიანებს ვინც მუტანტებს წინ დაუხვდებათ. ტრადიციული ფილმებისგან განსხვავებით აქ გმირები ზარალდებიან, როგორც ემოციურად, ასევე ფიზიკურად. ეს არის პირდაპირი გაგებით ბრძოლა გადარჩენისთვის.







მიუხედავად იმისა რომ ფილმი არ მიყვება ერთ კონკრეტულ კომიქსს, აქ რამდენი დიდი პარალელი გვხვდება ისეთი ნამუშევრებიდან რომლებიცაა: Old man Logan და Death of Wolverine. მაგრამ ფილმში მაინც ძალიან ბევრი რამ არის შეცვლილი. მაგალითად ის რომ იქს-ადამიანები და სხვა სტუდენტები ლოგანის მაგივრად ჩარლზმა ამოხოცა შემთხვევით მისი დაავადების გამო. ასევე X-23 კომიქსებში Wolverine-ის კლონია და არა შვილი. მაგრამ ეს განსხვავებები არანაირად აკნინებს ფილმს. პირიქით, ამ ცვლილებების გამო პერსონაჟები უფრო ჩამოყალიბებულნი არიან, რასაც სხვა ფილმებში იშვიათად ვხედავთ.



ზედმეტი სპოილერების თავიდან ასარიდებლად მოკლედ შევაფასებ ფილმს.
ლოგანი არის საუკეთესო ფილმი იქს-ადამიანებზე. იშვიათად თუ იხილავთ ამ ჟანრის ფილმს ასეთი მაღალი რეიტინგი ქონდეს. მისი ნახვა ნამდვილად ღირს.




რეკლამა