Saturday, March 4, 2017

"Deadpool 2"-ის პირველი ოფიციალური თიზერი



    მას შემდეგ რაც ინტერნეტში გაჟონა Deadpool 2-ის თიზერმა, რომელიც ტელეფონით იყო გადაღებული და ხარისხი არ უვარგოდა Ryan Reynolds-მა გამოაქვეყნა "No Good Deed"-ის უფრო ხანგძლივი ვერსია ვიდრე ტელეფონით გადაღებული იყო. სცენა რამდენიმე კინოთეატრში James Mangold-ის Logan-ის წინ აჩვენეს.
    სავსებით დარწმუნებულები ვერ ვიქნებით იმაზე რომ ეს Deadpool-ის სექუელის თიზერ თრეილერია, თითქოს უბრალოდ რეკლამაა Logan-ისთვის, მაგრამ იუმორი მაინც კარგია. ინტერნეტში ატვირთული ვერსია უფრო ხანგძლივია ვიდრე ის რაც კინოთეატრებში აჩვენეს, თქვენ თვითონ ნახეთ:



    სავარაუდოდ უბრალოდ რეკლამააა ფილმისთვის Logan. ადვილად შეგვიძლია შევამჩნიოთ კინოთეატრი, რომელშიც Logan გადის და ასევე ერთ-ერთი შენობის კედელზეა გაკრული Logan-ის პირველი ოფიციალური პოსტერი, მაგრამ ამავდროულად შეიძლება ეს ვიდეო თიზერადაც ჩავთვალოთ რომელსაც არანაირი არსებითი მნივნელობა არ აქვს, Deadpool-ის მეორე ნაწილი მალე არ გამოვა და ამას ამ ვიდეოდანაც ვიგებთ. ასევე ვიდეოში არის სხვა ბევრი რამ რასაც შეიძლება რაიმე მნიშვნელობა მივანიჭოთ, მაგალითად გრაფიტი "Rey" კინოთეატრის კედელზე და ასევე საინტერესო იყო Stan Lee-ს ქომეო რომელიც იმაზე ხანგძლივი და აშკარა იყო ვიდრე Netflix-ისა და Marvel-ის ყველა სერიალში ერთად. ვფიქრობ Deadpool-მა უნდა ისწავლოს თავისი კოსტუმის სწრაფად ჩაცმა თორემ რა იცი რა ხდება.

რეკლამა