კომპანია Capcom-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია რომ, Resident Evil: Revelations-ი შემოდგომით უკვე ხელმისაწვდომი იქნება ახალი თაობის კონსოლებზე, PS4-სა და Xbox One-ზე.Resident Evil-ის სერიების მოყვარულები ნამდვილად ისიამოვნებთ ამ სერიით.თამაშის შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ციფრული ვერსიით ასევე დისკითაც.
თამაშში მოქმედება ხდება Resident Evil 4-სა და Resident Evil 5-ს შორის პერიოდში.
შეგახსენებთ რომ, Resident Evil: Revelations-ი გამოვიდა 2012 წლის 26 იანვარს, პორტატულ Nintendo 3DS-ზე, Xbox 360, PS3, Wii U-სა და PC პლათფორმებზე.
შემქმნელები დამატებით ინფორმაციას და სავარაუდოდ გამოსვლის ზუსტ თარიღს მოგვიანებით გაგვაცნობენ,მანამდე კი მსურველებმა შეგიძლიათ თამაშის გაგრძელებით Resident Evil: Revelations 2-ით ისიამოვნოთ, რომელიც, ხელმისაწვდომია ახალი თაობის კონსოლებზე.