Thursday, March 9, 2017

Late Shift - ახალი ინტერაქტიული ფილმი-თამაში, 7 სხვადასხვა დასასრულით


                                    

 Live-action Heavy Rain?    

        თამაშებისა და ფილმების ჰიბრიდები გეიმერებისთვის ცნობილი რამაა - შეიძლება გაგახსენდეთ Quantic Dream-ის თამაშები - Heavy Rain, Indigo Prophecy (Fahrenheit) და მეტი, ან PS4-ისთვის ექსკლუზიური სლეშერი Until Dawn. ახლა კი გაეცანით Late Shift-ს, რომელიც არის live action ფილმი, სადაც თქვენი გადაწყვეტილებები განსაზღვრავს სიუჟეტს.
    
Late Shift-ის კინემატოგრაფია. ლონდონი.
        კადრები მთლიანად გადაღებული იყო ლონდონში 1080p რეზოლუციაში. როგორც ტრეილერში ნახავთ, ეს ინტერაქტიული თავგადასავალი სხვა ფილმებს ვიზუალურად ნამდვილად არ ჩამორჩება. ჯამში მას აქვს 4 საათის ვიდეო-მასალა.
        სიუჟეტი მიმდინარეობს ერთ-ერთი სტუდენტის, მეთის (Matt) გარშემო. ის იძულებული ხდება მონაწილეობა მიიღოს დანაშაულში, რის შემდეგადაც მოვლენები სწრაფად ვითარდება და მას უწევს მისი უდანაშაულობის დამტკიცება. (თუმცა თქვენი არჩევნები შესაძლოა არც მთლად უმანკო იყოს)
        თამაშის მსვლელობისას თქვენ გექნებათ 180-ზე მეტი არჩევნის გაკეთების საშუალება და შემქმნელები (მათ შორის 2009 წლის Sherlock Holmes-ის ერთ-ერთი მწერალი, მაიკლ რ. ჯონსონი) გვპირდებიან, რომ ეს არჩევნები მნიშვნელოვანი და გავლენიანი იქნება. ძალიან საინტერესოდ, გადაწყვეტილების დროს არ გექნებათ არც პაუზა და არც განმეორებადი მასალა (looping footage). ასევე, ჯამში გაქვთ 7 სხვადასხვა დასასრული.

#ChooseLove
        მაიკლ რ. ჯონსონის სიტყვების თანახმად :
პროექტზე სამუშაოდ Late Shift-ის ორმა ასპექტმა მომხიბლა. პირველი  ეს არის ნამდვილად ინტერაქტიული ფილმის იდეა.  Late Shift-ს უპირატესობას ანიჭებს მისი CtrlMovie ფორმატი, რომლითაც თქვენ, მოთამაშეს, ადვილად გსვამთ გამოცდილებაში. მეორეა ის ფაქტი, რომ შესაძლებლობათა სიმრავლის მიუხედავად, ყველაფერი დაკავშირებულია მოთამაშეთა გადაწყვეტილებებზე, არჩევნების შედეგები კი ერთმანეთს ემატება და წყვეტს იმას, თუ როგორ ვითარდება სიუჟეტი თქვენი პერსონაჟისთვის.
       Late Shift გამოდის ამავე წლის აპრილში PCPS4 და Xbox One პლატფორმებზე. ქვემოთ ანონსის ტრეილერი იხილეთ.
      


რეკლამა