Nintendo-ს ახალი კონსოლი Switch-ი გამოვიდა 3 მარტს. ნინტენდომ არ უღალატა ტრადიციას რაც ახალი კონსოლის გამოსვლას თან ახლავს ხოლმე და კონსოლის გამოსვლა ხარვეზებით აღნიშნა. პრობლემები გამოსვლისას Xbox და PS4 -საც ჰქონდათ, როგორებიცაა დისკის არ წაკითხვა ან უარესი დაკაწრვა, თუმცა ამ პრობლემების აღმოფხვრა მარტივად მოხერხდა, ორივე კომპანიან დაიბრუნა დეფექტური კონსოლები და ახლებით ჩაანაცვლა, აი Switch-ის შემხვევა კი გაცილებით რთულია. არც კი ვიცი საიდან დავიწყო იმდენი პრობლემა აქვს ამჟამად Switch-ს. ამ პოსტში კონსოლის განხილვას არ ვაპირებ თუმცა რამოდენიმე პრობლემაზე ყურადღებას გავამახვილებთ.
პირველი და ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ესაა მკვდარი პიქსელები კონსოლის ეკრანზე. ეს პრობლემა საკმაოდ ბევრს აქვს, რედიტის რამოდენიმე პოსტის შემდეგ ნინტენდომ გადაწყვიტა, რომ დუმილი დაერღვია. ალბათ თქვენ ფიქრობთ, რომ ნინტენდომ სცადა პრობლემის მოგვარება, დაიბრუნა კონსოლები და ახალი გაუგზავნა ხალხს, ან თანხა დაუბრუნა , მაგრამ ცდებით. ნინტენდოს განცხადებით მკვდარი პიქსელები არ წარმოადგენენ მათთვის დეფექტს შესაბამისად ხალხს ფულს არ დაუბრუნებს. ნინტენდოს არც ის უთქვამს აპირებს თუ არა კონპანია ამ კონსოლების შეკეთებას და მომხმარებლებისთვის Refurbrished ვერსიის გაგზავნას. ეს პრობლემა მოუგვარებელია.
მეორე ხარვეზი თვითონ ჯოი კონშია. კონტროლერი კარგავს სიგნალს თამაშისას 2 მეტრის სიშორიდანაც კი. ძირითადად ეს ხარვეზი აქვს მარცხენა ჯოი კონს. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია. ნინტენდოს განცხადებით მთავარია თქვენსა და კონსოლს შორის არაფერი არ იდგას წინ და ხელი არ დააფაროთ ჯოი კონს. კონტროლერი რომელიც 2 მეტრში სიგნალს კარგავს და წინ თუ რამე დგას ან ხელს ააფარებ ცუდად მუშაობს? ეს არის კონტროლერის რევოლუცია რომელზეც ნინტენდო საუბრობდა და პრესკონფერენციის ნახევარი დრო დაუთმო? დაიცადეთ ეს ყველაფერი არაა ვაგრძელებთ პრობლემების ჩამოთვლას
.
მესამე პრობლემა უფრო სწორად პრობლემებია რომელსაც ერთად დავწერ რადგან Switch-ის დოკს ეხება. როგორც ვიცით კონსოლის სადგამი მრავალფუნქციონალურია, გამოიყენება როგორც დასატენად ასევე აძლევს კონსოლს დამატებით პორტებს როგორებიცაა HDMI და USB. პრობლემა კი შემდეგშია, სადგამი კაწრავს ეკრანს, არ ტენის კონსოლს, ტელევიზორი კარგავს სიგნალს , Switch თავისით ითიშება Dock mode-შია და ა.შ.
პრობლემების მოგვარება არც ისე მარტივია, მაგრამ არა შეუძლებელი. პირველ რიგში ნინტენდო უნდა მოეშვას სიჯიუტეს და აღიაროს არსებული პრობლემები. განაახლოს ინფორმაცია იმაზე თუ რას აპირებენ თითოეული პრობლემის მოსაგვარებლად. თუ ყველაფერი ესე გაგრძელდება და ნინტენდო არ მოეშვება "ნინტენდოობას", დიდი ალბათობით Switch გაიზიარებს Wii U -ს ბედს. ვიმედოვნოთ, რომ ასე არ იქნება.