Middle Earth : War Simulator
დეველოპერმა Monolith მომავალი Middle Earth : Shadow of War-სთვის გამოუშვა 16-წუთიანი დემო ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია ციხესიმაგრის დაპყრობის პროცესი. კონტრასტში პირველ თამაშთან, რომელიც ორიენტირებული იყო მცირემასშტაბიან შეტევებზე, სტელსსა და შედარებით პირადულ შურისძიებაზე, სიქველი ფოკუსირებულია სრულმასშტაბიან ომზე.
თუმცა მასშტაბი ერთადერთი რამ არაა , რითაც Shadow of War თავის წინაპარზე გაუმჯობესებას ცდილობს - განახლებულია აგრეთვე ცნობილი Nemesis სისტემა, რომელსაც უკვე თქვენს მომხრეებსა და თქვენი ორკთა არმიის წევრებზეც გავლენა აქვს.
თუ ომი ქაოსია, მაშინ ეს რეალურად ომია. |
Shadow of War-ში გაქვთ ტერიტორიული კონტროლის მინითამაშიც - შეგიძლიათ დაიპყროთ გარკვეული ციხესიმაგრე და დანიშნოთ თქვენს არმიაში მომუშავე მებრძოლი ამ ციხესიმაგრის უფროსად. დანიშნული ორკის მონაცემებიდან გამომდინარე, გარკვეული ბონუსები გექნებათ. თუმცა საურონის ძალები ციხესიმაგრის უკან დაბრუნებასაც ეცდებიან, ამიტომაც აპგრეიდების გაკეთება მოგიწევთ.
ახლა კი Nemesis სისტემას რაც შეეხება - Monolith-მა დაისახა მიზანად, ყოველი მოთამაშისთვის შეექმნა რაც შეიძლება მეტად პერსონალიზებული გამოცდილება. თქვენს ქმედებებსა და არჩევნებზეა დამოკიდებული თქვენი არმიის წევრების ბედი, მომდევნო ციხესიმაგრეში ბინადარი ბოსის ტიპი, სპეციალური cutscene მოვლენები და მეტი.
ორკებს ამჯერად უფრო ღრმა პიროვნული თვისებები გააჩნიათ - მათ შეუძლიათ თქვენთან და ერთმანეთს შორის რამდენიმე სახის ურთიერთობის ჩამოყალიბება, მათ შორის მეგობრულის (რომელიც, დემოში ჩანს, ზოგიერთი მომენტის დროს მოვლენების მსვლელობას ცვლის). ამჯერად უნდა გაუფრთხილდეთ და ვინმეს არ უღალატოთ, რადგანაც ისინი ამას დაიმახსოვრებენ. ეს პერსონაჟები იცვლებიან და ვითარდებიან თამაშის განმავლობაში. შეგიძლიათ თქვენი ორკები აგრეთვე სოლო მისიებზეც გაგზავნოთ.
Talion Payne. Slo-mo ბრძოლები |
Shadow of War-ის სრული გეიმპლეი დემო ქვემოთ იხილეთ. ბედნიერ 8 მარტს გისურვებთ!