Saturday, March 18, 2017

2016 წლის მონაცემებით კონსოლების სფეროში Sony დამაჯერებლად ლიდერობს.


   ანალიტიკურმა სააგენტო IНS Мarkit-მა გამოაქვეყნა 2016 წლის შემოსავლები, სათამაშო კონსოლების სფეროში, სადაც შედის სხვადასხვა პროდუქტები,აქსესუარები და სერვისები.
სააგენტოს თქმით 2016 წელს კონსოლების ბაზრიდან შემოსულმა შემოსავალმა შეადგინა 35 მილიარდი დოლარი,აქედან კი შემოსავლების 57% ერიცხება კომპანია Sony-ს.

გასულ წელს მოთამაშეებმა Sony-ს კონსოლებზე, თამაშებზე და სხვადასხვა მომსახურებებზე ჯამში 19,7-მილიარდი დოლარი დახარჯეს.რაც შეეხება PlayStation Plus-ის სერვისს,აქ მოთამაშეების დანახარჯმა 3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ანალიტიკოსების ვარაუდით 2017 წელს შემოსავლები 20 მილიარდამდე გაიზრდება.



ალბათ ვინც შედეგებს გაეცანით Sony-ს ლიდერობა ნამდვილად არ გაგკვირვებიათ, რადგან, სამწუხაროდ Xbox One-ის პროექტმა მოთამაშეებს იმედები გაუცრუა,თუმცა ახლო მომავალში Xbox-ისგან განახლებულ კონსოლს Project Scorpio უნდა ველოდეთ და იმედი ვიქონიოთ რომ მომავალი წელი უფრო საინტერესო და კონკურენტული იქნება.  


რეკლამა