Steam Greenlight - სერვისი რომელიც დეველოპერს აძლევს საშუალებას თავიანთი თამაში გამოაქვეყნოს, მალე დაიხურება. სანამ პანიკაში ჩავარდებით გეტყვით, რომ სისტემის ჩანაცვლებას სხვა, უფრო განვითარებული სისტემით აპირებენ, რომლის სახელი - Steam Direct იქნება. ამ საშუალებით დეველოპერებს შეეძლებათ თავიანთი პროდუქტი პირდაპირ ბაზარზე მოათავსონ.
ამის მიზეზი მარტივია, Valve-ს უნდა ჩამოანგრიოს ბარიერი დეველოპერსა და მის აუდიტორიას შორის. დღესდღეობით, დეველოპერებმა უნდა გააკეთონ დიდი კამპანია, რადგან ვინმემ მათი თამაში შეამჩნიოს და Steam-ის მარკეტზე დაამატოს. ამან ბევრჯერ გამოიწვია დაბნეულობა შემქნელებში. მათ არ იცოდნენ როდის, ან საერთოდ თუ გაეშვებოდა მათი თამაში ბაზარზე.
"ამ დროისათვის, Steam Greenlight-ს, როგორც გზას რომ შენი თამაში სტიმში ჩაამატო, აქვს არსებითად მნიშვნელოვანი არაპროგნოზირებადობა" - განაცხადა დეველოპერმა ეიდენ კროლმა Eurogamer-თან საუბრისას.
როგორც დეველოპერი, მე ვათავსებ ჩემ თამაშს Greenlight-ში და არ ვიცი, როდის მიიღებს ის მწვანე ნათებას. ეს ჩემთვის როგორც დეველოპერისთვის ძალიან აძნელებს საქმეს. შევძლებ თამაშის გამოშვებას დაგეგმილ ვადაში? როდის უნდა დავიწყო საზოგადოებასთან კავშირი? როდის დავიწყო პრესასთან საუბარი თამაშთან დაკავშირებით? როგორც კი პროცესში ჩნდება არაპროგნოზირებადობა მაშინვე ყველაფერი იხლართება დეველოპერებისთვის.
კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ სურს Valve-ს ამ ბარიერის მოხსნა, ის არის, რომ ისინი უბრალოდ ვერ უმკლავდებიან ხალხის და თამაშების ნაკადს. "მხოლოდ წინა წელს, Valve-ს შეემატა 16 მილიონი ახალი მოთამაშე" - განაცხადა Valve-ს თანამშრომელმა ტომ ჯორდანომ, რომელმაც ასევე დაამატა, რომ ყველა ახალი მოთამაშე, რომელიც რეგისტრირდება პლატფორმაზე ეძებს სხვადასხვა სახის გამოცდილებას.
კიდევ ერთი რაც შევამჩნიეთ, ისაა რომ, რაც მეტი დეველოპერი ემატება Steam-ს ერთი ქვეყნიდან, უფრო მეტად იზრდება მოთამაშეების რაოდენობა იგივე ლოკაციიდან. ჩვენ გვემატება მეტი და მეტი ფართო გემოვნების მომხმარებელი, ასე რომ როდესაც უკან გავიხედავთ, 2012 - 2013 წლებში ჩვენ ალბათ უამრავი კარგი თამაში გამოგვრჩა და არ მიგვიღია სრულყოფილი გადაწყვეტილებები. შანსი არაა, რომ ასეთ ფართო აუდიტორიას მოვარგოთ ჩვენი ნააზრევი.
ალბათ ამის კითხვისას ყველამ გაიფიქრეთ, რომ ბაზარი დაიტბორება ნაკლებად ხარისხიანი თამაშებით. ტომ ჯორდანომ ამას მარტივად გასცა პასუხი - "ხარისხი სუბიექტურია"
"ძალიან ძნელია გაარკვიო, რომელი შეიძლება იყოს ყველასთვის ცუდი თამაში ან ყველასთვის კარგი თამაში. მომხმარებელი რომელსაც უყვარს სამაგიდო თამაშები და აქვს ჩაწერილი 25 სამაგიდო თამაში, არასდროს ჩაიწერს შუთერს და ასე პირიქით. ასე რომ ეს მომხმარებლები უბრალოდ ეძებენ განსხვავებულ რაღაცეებს"
ამის საწინააღმდეგოდ, Valve აპირებს Steam Greenlight-ზე თამაშის დამატებას დაუწიოს ფასი და გახადოს 100$. დეველოპერები გადაიხდიან 100$ს და დაამატებენ იმდენ თამაშს რამდენიც უნდათ. ხოლო Steam Direct-ზე თამაშის დამატება გაცილებით უფრო სოლიდური თანხა ეღირება.
ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა თანხის სოლიდურობასთან დაკავშირებით. Valve-ს ჯერ ეს არ გადაუწყვიტავს. თუ ძალიან დიდ ფასს დაადებს, ღარიბი დეველოპერები ვერ შეძლებენ თამაშის დამატებას, ხოლო თუ დაბალ ფასს დაადებს ბაზარი გაივსება ტროლ სათაურებით.
"იდეა იმაში მდგომარეობს, რომ დეველოპერებს უწევთ ფულის გადახდა თითო-თითო თამაშში, რაც ცოტა გულის ამაცრუებელია" - დაამატა ჯორდანომ.
"ეს იმის საწინააღმდეგოდაა რომ ვიღაცამ ცუდათ არ იხუმროს" - თქვა Valve-ს კიდევ ერთმა თანამშრომელმა დიეგო ლომბარდიმ. "მგონი ცუდი იდეაა რამდენიმე ათასის გადახდა მხოლოდ ხუმრობის გამო."
უამრავი თამაში იქნება რომელიც გადაკვეთავს ზღვარს, ასე რომ Valve-მ მგონი კანონებს უნდა გადახედოს.
"როდესაც ჩვენ გვექნება პირდაპირი გზა, იქნება რაღაც სახის კონტენტი რომელზეც ჩვენ ვიტყვით - ამას ახლა მხარს ვერ დავუჭერთ. ვიმედოვნებ ასეთი საქმეები ნაკლებად იქნება." - თქვა კროლმა.
Steam Direct-ს კიდევ აქვს რამდენიმე პრობლემა. სწორედ ამიტომ აქვეყნებს Valve ამას, თუმცა აპირებს გაზაფხულზე დაამატოს ეს სერვისი.