Friday, February 10, 2017

Call of Duty-ის ახალი ნაწილი 2017 წელს ნაცნობი სტილისტიკით დაგვიბრუნდება.



   ყველასათვის ცნობილია ის ფაქტი რომ, Call of Duty-ის უკანასკნელმა ნაწილმა Infinite Warfare-მ დიდი მოწონება ვერ დაიმსახურა მოთამაშეებში რაც გამოიწვია იმან რომ თამაშის სტილისტიკა მთლიანად შეიცვალა და მოთამაშეები კოსმოსურ ბრძოლებში ჩააბა.
ამ ფაქტის გათვალისწინებით როგორც შემქმნელები იუწყებიან თამაშის ახალ ნაწილში ისინი განახორციელებენ კარდინალურ ცვლილებებს.

Activision-ის ოპერაციების მთავარმა დირექტორმა thomas tippl-მა განაცხადა რომ,  Infinite Warfare-მ ვერ დაიმსახურა ისეთი მოწონება მოთამაშეებში როგორსაც შემქმნელები ელოდნენ და ეს გამოიწვია იმან რომ მოთამაშეებს არ მოეწონათ თამაშის ახალი კოსმიური სტილისტიკა.
Tippl-მა ასევე დაამატა რომ თამაშის ახალ ნაწილში ძირითადი სამოქმედო ადგილმდებარეობად კვლავ დედამიწა იქცევა და ამას Sledgehammer Games-ი სიამოვნებით გააკეთებს.

Activision-ის აღმასრულებელი დირექტორი Eric hirshberg-ი იმედოვნებს რომ წლევანდელი წელი იქნება მნიშვნელოვანი რათა შეინარჩუნონ ბალანსი თამაშის ყველა არსებულ სერიასთან მიმართებაში. მისი თქმით პროექტი ასევე მოიცავს ახალ ინოვაციებს თუმცა სტილისტიკა იქნება ისეთივე როგორიც მოთამაშეებს მოწონდათ თამაშში.

- ჩვენ დიდი მოლოდინით ველით იმ დროს როდესაც შევძლებთ თამაშის მსოფლიოსათვის წარდგენას - განაცხადა Eric hirshberg-მა.

ახლა ალბათ თავში ყველას იმ აზრმა გაუელვა რომ ახალმა Call of Duty-მ შესაძლოა დაგვაბრუნოს მოერე მსოფლიო ომის ანდაც პირველი მსოფლიო ომის ბრძოლის ველზე თუმცა ფიქრი დიდხანს არ მოგვიწევს რადგან შემქმნელები თამაშის დაანონსებას გაზაფხულზე აპირებენ.

მოკლედ დაველოდოთ გაზაფხულს და ახალ ინფორმაციას.




რეკლამა