Friday, February 10, 2017

ხართ Castlevania-სა და Game of Thrones-ის ფანი? მაშინ ეს დაგაინტერესებთ

R-Rated goodness?

      Netflix-ის ახალი ანონსის თანახმად, გეიმინგის კლასიკური სერია Castlevania მიიღებს ეკრანულ ადაპტაციას ანიმაციური ტელესერიალის სახით. ფილმების პროდიუსერმა ადი შანკარმა (Dredd, The Grey და ის ცნობილი მოკლე ფილმი Power Rangers-ზე) გამოთქვა საკმაოდ ამბიციური დაპირება, რომ ეს იქნება "დასავლეთისთვის ვიდეოთამაშის პირველი კარგი ადაპტაცია" და, გაგებული ინფორმაციიდან გამომდინარე, შესაძლოა ეს მართლაც ასე იყოს. ანიმაციაზე მუშაობის პროცესში აგრეთვე ჩართულები არიან პროდიუსერები კევინ კოლდი (Adventure Time) და ფრედ საიბერტი (Adventure Time, The Fairly Oddparents)
                               
უორენ ელისის ერთ-ერთი ყველაზე
ცნობილი ნამუშევარი
     ასევე ერთ-ერთი სასიხარულო ამბავია, რომ ამ ანიმაციური სერიალის პირველი ორი სეზონის (დიახ, უკვე დაგეგმილია) სკრიპტი დაწერა უორენ ელისმა რომელიც ცნობილია ისეთი წარმატებული რომანებისა და კომიკსებისთვის, როგორიცაა Transmetropolitan , Extremis (Iron Man), Planetary და მეტი. სრული პორტფოლიო და რეიტინგები შეგიძლიათ აქ იხილოთ. ნამდვილად დამაიმედებელია.
     ცნობილი გახდა , რომ სერიალი დაფუძნებული იქნება სერიის მესამე ნაწილზე - Castlevania III : Dracula's Curse. ანიმაცია მიჰყვება ბელმონტთა ღირსებაშელახული კლანის უკანასკნელ წევრს, რომელმაც უნდა გადაარჩინოს აღმოსავლეთ ევროპა გრაფ დრაკულასგან.
Castlevania III : Dracula's Curse
უორენ ელისმა სერიალი დაახასიათა, როგორც "Castlevania გაკეთებული Game of Thrones-ის სტილში", შანკარმა კი დაუმატა, რომ ეს ინიციატივა იქნება "R-rated as f***". სერიის ყველა თამაშს ეს რეიტინგი ჰქონდა - სისხლისა და ძალადობრივი ელემენტების შემცველობის გამო. როგორც ჩანს, მწერლებს არ უნდათ სერიალისთვის რამეზე უკან დახევა - ეს შესაძლოა იყოს უკომპრომისო და ძალიან სოლიდური ადაპტაცია. სანახავია, თუ Game of Thrones - ის გავლენა რამდენად შორს წავა და როგორ იმოქმედებს ანიმაციური სერიალის დრამაზე, პერსონაჟთა სიკვდილის სიხშირეზე, R-Rated კონტენტზე და ა.შ.
    პირველი Castlevania 1986 წელს გამოვიდა და, მოგვიანებით,  Metroid-თან ერთად, წარმოქმნა თამაშთა ახალი ცალკეული "ჟანრი" - Metroidvania. სერიის ბოლო ნაწილი იყო Lords of Shadow 2, რომელმაც ბევრს იმედი გაუცრუა. შესაძლოა ეს ახალი წამოწყება სწორედ ის იყოს, რაც სერიას სჭირდება.

Castlevania III-ის გეიმპლეი
      შანკარმა არ დამალა თავისი ენთუზიაზმი და თქვა, რომ ეს იქნება ვიდეოთამაშის დღემდე საუკეთესო ადაპტაცია, რაც კი ოდესმე გვინახავს. ნამდვილად ძალიან საინტერესოა. სერიალის პირველი სეზონის პირველი ნაწილი (ჯამში 4 ნაწილი აქვს) წელს გამოვა, მეორე სეზონი კი - 2018-ში. თითო ეპიზოდის ხანგრძლივობა იქნება 30 წუთი. იმედი ვიქონიოთ, რომ სერიალი მაღალ მოლოდინებს გაამართლებს.

რეკლამა