Thursday, February 9, 2017

Project Cars 2-ის ახალი ტრეილერი, გამოშვების წელი და 12k რეზოლუცია



კომპანია Bandai Namco-მ რამდენიმე მინიშნება ჩააგდო იანვრის თვეში, რომ მათი თამაში შესაძლოა 2017 წელს გამოვიდეს. ეს ალბათ გაამართლებს იმ ფაქტს, რომ რამდენიმე საათის წინ დაიდო თამაშის ტრეილერიც.



თამაშში იქნება 170 მანქანა, 60 ტრასა, ახალი ქსელური ჩემპიონატი, შეჯიბრი თოვლზე, ყინულზე, მტვერში და ტალახში. Slightly Mad Studios - ასევე გვპირდება სინამდვილესთან მიახლოვებულ მანქანის ფიზიკას, რეალისტურ AI-ს, დინამიურ და სეზონურ ამინდებს და 12k რეზოლუციის მხარდაჭერას, 3 ცალი 4k გაფართოების მქონე მონიტორებისთვის, რომელიც პანორამული მძღოლის სიმულაციას შექმნის. შესაძლოა ეს ცოტა გადაჭარბებულად მოგეჩვენოთ, თუმცა 12k მხარდაჭერა ნამდვილად ინოვაციური იქნება Racing Simulator-ებისთვის.

თამაშის დირექტორის, სტეფენ ვილხოენის თქმით, თამაშის რეალიზმი და ნამდვილობა მათი მთავარი მიზანია. მისი თქმით, ისინი იქირავებენ საუკეთესო დეველოპერებს, მძღოლებს, ხმის ინჟინერებს და არტისტებს რათა შექმნან საუკეთესო გარემო ამ სტილის მოყვარულთათვის. პირველად Project Cars 2-ის შესახებ მწირი ინფორმაცია მოვისმინეთ 2015 წლის ზაფხულში, World of Mass Development crowdfunding campaign-ზე, თუმცა ახლა თამამად შეგვიძლია თქვათ, რომ უკვე საკმაოდ დიდი ინფორმაცია დაგვიგროვდა თამაშთან დაკავშირებით.

რეკლამა