But will Jack Nicholson play Trevor?
ცნობილი გახდა, რომ Take-Two Interactive-მა, რომელსაც აქვს უფლებები Red Dead-ის, GTA-ს და მრავალ სხვა სერიაზე, დართო რამდენიმე IP-ს უფლება პოტენციალური კინო ადაპტაციებისთვის.
კომპანიის CEO სტრაუს ზელნიკმა განაცხადა, რომ ამ პროექტებს კომპანია არ დააფინანსებს, მაგრამ ექნება მათზე კრეატიული კონტროლი და ზოგადად ამ წესით გასცემს სხვა ლიცენზიებსაც. მან განმარტა, რომ ასეთი მიდგომის მიზეზი აშკარაა - ვიდეოთამაშების ადაპტაციებს აქვთ ძალიან ცუდი რეპუტაცია და სიფრთხილის გამოჩენა საჭრო იქნება.
2016 წელს გამოსული ადაპტაციები - სამწუხაროდ, მათ მიიღეს საშუალო ან დაბალი შეფასებები |
GTA V-სგან კარგი "Heist" ფილმი გამოვიდოდა |
რაც არ უნდა მოხდეს, საუკეთესოს ვიმედოვნებთ - Take Two-მ ხარისხის მკაცრი კონტროლი რომ გამოიჩინოს, შესაძლოა ამ ადაპტაციებმა დაძლიონ თავიანთი "წყევლა". როგორც წინა პოსტში ვახსენეთ, ეს დიდი ალბათობით მოხდება Castlevania-ს ახალი ანიმაციური ტელესერიალის შემთხვევაში.