Sunday, February 26, 2017

ხართ Hotline Miami-სა და კიბერპანკის მოყვარული? მაშინ ეს დაგაინტერესებთ

Knock, knock.


          RUINER ეს არის Top-Down Action თამაში, რომელიც ინსპირაციას იღებს Hotline Miami-დან, კიბერპანკული ანიმეებიდან (a la Ghost in the Shell, Akira და ა.შ.) და ცნობილი დისტოპიური რომანიდან "1984". მისი სტილისტიკა კი გაჟღენთილია სისხლით, ძალადობითა და პოლიტიკური თემებით. 
          შინაარსი ვითარდება 2091 წელს, Rengkok-ის მეტროპოლისში. მთავარი გმირი არის  სოციოპათი, რომლის მისაა თავისი ძმა დაიხსნას ტყვეობიდან და პარალელურად, სიუჟეტის მსვლელობისას, მას დახმარებას უწევს ერთი იდუმალებით სავსე ჰაკერი.

Hello darkness, my old friend (?)

          RUINER-ში დაპირებულია სწრაფი, ბრუტალური და რეფლექსების სისწრაფეზე დაფუძნებული საბრძოლო სისტემა, a la Hotline Miami. ასევე გექნებათ ტელეპორტაციისა და დროის შენელების შესაძლებლობა.
          აღსანიშნავია კიბერპანკული არსენალი, რომელიც შედგება სასროლი და melee იარაღებისგან და შეიცავს სპეციალურ გაჯეტებსაც, რომელთა მეშვეობით შეგიძლიათ შესაძლებლობების აუგმენტაცია, ოპონენტების გაჰაკვა (თქვენს მხარეზე რომ იბრძოლონ), და მეტი.
          ასევე, საუნდტრეკის ერთ-ერთი მწერალი იქნება ცნობილი ანიმე კომპოზიტორი სუსუმუ ჰირასავა (Paprika, Millennium Actress).

RUINER-ის დინამიკა

          თამაშის სტილს რაც შეეხება - მის შემქმნელს, Reikon Games-ს, აშკარად უყვარს კიბერპანკის ჟანრი და კონცეპტ არტი. გირჩევთ თამაშის საიტს ეწვიოთ, ძალიან ლამაზი პრეზენტაცია დაგხვდებათ.
          თვითონ სტუდია Reikon Games მდებარეობს პოლონეთში და დაარსებული იყო 4 ვეტერანი გეიმ-დეველოპერის მიერ, რომელთაც უმუშავიათ The Witcher-ის სერიაზე, Dying Light-ზე, Dead Island : Riptide-სა და Shadow Warrior-ზე.

ეს არის RUINER. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.

           RUINER-ის ახალი ტრეილერი და სკრინშოტები შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ. თამაში ამ ზაფხულს გამოვა PC, PS4 და XONE პლატფორმებზე.








          



რეკლამა