Saturday, February 25, 2017
რა გეგმები აქვს "Fox"-ს "Gambit"-თან დაკავშირებით
X-Men-ის სამყაროში ისეთი დროა როდესაც სამყარო ფართოვდება და ყურადღება არ ექცევა მხოლოდ ძირითად გუნდს ან Wolverine-ს. ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო როდესაც Deadpool-მა საკუთარი ფილმი მიიღო და ახლა უკვე გაგრძელებასაც ველოდებით, ასევე უკვე რამდენიმე დღეში შევძლებთ ფილმ Logan-ის ნახვას, მაგრამ სტუდია 20th Century Fox-ს კიდევ ერთი პერსონაჟი და მსახიობი ჰყავს რომელსაც სავარაუდოდ სულ მალე სოლო ფილმი ექნება. Channing Tatum-ი უკვე რამდენიმე წელიწადია რაც Gambit-ის როლის შესრულებას აპირებს, მაგრამ პროექტის განხორციელება ვერა და ვერ მოხერხდა.
არც ისე დიდი ხნის წინ რეჟისორმა Doug Liman-მა მიატოვა პროექტი და ამის ნაცვლად DC-სთან წავიდა Justice League Dark-ის გადასაღებად. მართალია ტატუმი კვლავ როლის შესრულებას ელის მიუხედავად რეჟისორების ცვლისა, მაგრამ ამ ყველაფერმა რა თქმა უნდა დიდი გავლენა იქონია და გადაღებებმა უკვე რამდენჯერმე დაიხია უკან.
LRM დაელაპარაკა პროდიუსერ Simon Kinberg-ს Gambit-თან დაკავშრებით და როგორც მან თქვა ძალიან დიდი შანსებია რომ ფილმს გადაიღებენ, მაგრამ ამ დროისთვის გადაღებების დაწყება მხოლოდ 2018 წლიდან იქნება შესაძლებელი. მისი თქმით ტატუმი ისევე ჯდება პერსონაჟში როგორც Ryan - Deadpool-ში და Hugh - Logan-ში. მხოლოდ ისღა დარჩა რომ გამოჩნდეს ვინმე, ვინც რთული გრაფიკის მიუხედავად გადაიღებს ამ ფილმს. იმედია რომ ამ წელს დაიწყება გადაღებებისთვის მზადება, ხოლო იქითა წელს უკვე თავად გადაღებები.
ეს ალბათ კარგი ამბავია Gambit-ის ფანებისთვის, ის რომ Fox საბოლოოდ მაინც გეგმავს ჩანაფიქრის განხორციელებას. სამწუხაროა რომ გამოსვლის თარიღმა ასე გადაიწია, თავდაპირველად Gambit უკვე წინა წელს უნდა გამოსულიყო კინოთეატრებში, მაგრამ როგორც ვხედავთ ჯერ კიდევ ლოდინი მოგვიწევს.
Gambit არ არის ისეთი პერსონაჟი რომელსაც ხალხი კარგად იცნობს, და საერთოდ ბევრი არც იცნობს და ამიტომაც პროექტი ცოტა სარისკოა, საინტერესოა როგორ მიიღებს ხალხი ფილმს გამბიტზე.