Are you afraid of the dark?
ფრედერიკ რაინალმა, Alone in the Dark-ის სერიის შემქმნელმა, და გამომცემელმა PQube Games გაამხილეს ახალი დეტალები მომავალ 2Dark-ზე და გამოუშვეს ახალი ტრეილერი, რომელშიც ნაჩვენებია თამაშის სხვადასხვა ფსიქოპატი, რომელთაც თქვენ შეებრძოლებით.
2Dark-სთვის დეველოპერებმა ახალი განათების/სიბნელის სისტემა შექმნეს |
2Dark -ის Steam გვერდზე დაეწერა დამატებითი დეტალი - რომ თამაში გამოიყენებს Denuvo-ს ანტი-პირატულ ტექნოლოგიას. ამჯერად თუ რამდენად გაამართლებს ან რამდენი ხნით გაძლებს ეს დაცვა, სანახავია. (განსაკუთრებით გაჟონილი ინფორმაციისა და Resident Evil 7-ის სწრაფი გაპირატების პონზე)
მოგცემთ თამაშის მიმოხილვას - ეს არის ყოფილი დეტექტივი სმიტის ისტორია, რომელსაც შვილები გაუტაცეს და მისი მისია გახდება, ისინი იპოვოს და დაიხსნას. აღმოჩნდება, რომ ქალაქი Gloomywood სავსეა ფსიქოპატებითა და სერიული მკვლელებით, რომლებიც ბავშვებს საშინელ ტანჯვა-წამებაში ამყოფებენ და ყველგან სიკვდილის ატმოსფეროა.
არამარტო ეგ - თქვენ მოგიწევთ მკვლელებთან გამკლავება, მათგან გაქცევა, ბავშვების პოვნა და მათი შენობიდან ჩუმად გაყვანა. ეს უკანასკნელი ალბათ ყველაზე რთული ეტაპია, რადგანაც ყოველი ბავშვი გარკვეული შიშითაა შეპყრობილი და შეუძლია ხმაურის გამოწვევა, რაც სტელსს გაართულებს.
თქვენი თავგადასავლის განმავლობაში არაერთ სერიულ მკვლელს წააწყდებით |
2Dark უნდა გამოვიდეს მარტში. მისი უახლესი ტრეილერი შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ. ვიდეოს ქვეშ კი შეგიძლიათ დაათვალიეროთ თამაშის არტი და სკრინშოტები.